სტენლის თასზე „მონრეალ კანადიენსმა“ საკუთარ მოედანზე ნახევარფინალური სერია 4:2 მოუგო „ვეგას გოლდენ ნაითს“. გადამწყვეტ მატჩში მასპინძლებმა ოვერტაიმში 3:2 იმარჯვეს.
საინტერესო ის არის, რომ მონრეალელები ფლეი ოფში ყველაზე ცუდი შედეგით გავიდნენ. „მონრეალი“ გახდა მეორე გუნდი 1968 წლის შემდეგ გაფართოებულ ეპოქაში, რომელიც ფინალში ასეთი მაჩვენებლით მოხვდა. პირველად ეს „ნეშვილ პრედატორსმა“ 2017 წელს გააკეთა.
ახლა „მონრეალი“ მეორე ფინალისტს ელოდება, რომელიც „ტამპა ბეისა“ და „ნიუ იორკ აილდენდერსს“ შორის უმჯობესი უნდა იყოს. იქ კი, სერიაში მეშვიდე, გადამწყვეტი მატჩი უნდა გაიმართოს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
