უეფამ ჯერ კიდევ 56 წლის წინ, 1965 წელს დაადგინა წესი, რომლის მიხედვით, სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა ენიჭებოდა. ანუ, თუ ფლეი ოფის ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდებოდა, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადიოდა, რომელიც გასვლით მატჩში მეტ გოლს გაიტანდა.
ამ წესს ბოლოს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და როგორც ჩანს, უეფამაც შეატყო დისკომფორტი და 2021-2022 წლის უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე სტუმრად გატნილ გოლს უპირატესობა აღარ ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ ფლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდება, გუნდები დამატებით 15-წუთიან ტაიმებს ითამაშებენ და თუ გამარჯვებული მაინც არ გამოვლინდება, პენალტების სერია დაინიშნება.
შედეგად, ქართულ კლუბებს – თბილისის „დინამო“, „ბათუმი“, გორის „დილა“ და „გაგრა“, რომლებიც წელს ჩემპიონთა და კონფერენციის ლიგაში ითამაშებენ – ახალ წესთან მოუწევთ შეგუება.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
