Breaking News

Day: April 10, 2021

ბასილაშვილი უშანსოდ დამარცხდა

იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდი 408.800 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი სერბ ლასლო ჯერესთან 2:6, 0:6 დამარცხდა. შეხვედრამ სულ 53 წუთს გასტანა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში 2 გეიმის მოგება შეძლო, შემდეგ კი, 25 წლის სერბთან ზედიზედ 10 გეიმი დათმო. ახლა ქართველი ჩოგბურთელი მონტე კარლოში გადაინაცვლებს, სადაც გამოსვლას…

Read more

გოტფრიდს მოსკოვიდან მცირე ოქრო მოაქვს

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაციამ დღეს მხოლოდ მცირე ოქრო მოიპოვა, რომელიც ანასტასია გოტფრიდის ანგარიშზეა. გიტფრიდმა ატაცში ორი მისვლა გამოიყენა, მათგან საუკეთესო შედეგი 111 კილოგრამი იყო, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. გოტფრიდმა კარგად დაიწყო აკვრაც, სადაც პირველად 128 კილოგრამი დააფიქსირა, მაგრამ ორჯერ 132-კილოგრამიანი ცდა გაუფუჭდა და აკვრაში მხოლოდ მე-5 ადგილზე გავიდა. ანასტასიას…

Read more

გოგინავას ლელომ აუტსაიდერს ვერ უშველა

საფრანგეთის პრო დ2-ის 26-ე ტურში ლუკა გოგინავამ სეზონში თავისი მეორე ლელო გაიტანა. მისი, შალვა სუთიაშვულისა და ზაურ თევდორაშვილის „ანგულემმა“ „მონტობანს“ უმასპინძლა და 31:32 დამარცხდა, რამაც მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს-ქულა მოუტანა. „ანგულემი“ ცხრილის ფსკერზეა და სამშვიდობო ზონას მთელი 8 ქულით ჩამორჩება, რაც გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე საკმაოდ დიდ დეფიციტად უნდა მივიჩნიოთ. რაც შეეხება გოგინავას,…

Read more

ლიონში უნდა. რეალში რჩება

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ფეზბურთელის აგენტმა კარიმ ჯაზირიმ განაცხადა. თავად ბენზემას ფრანგულ „ლიონში“ დაბრუნება სურს, მაგრამ ეს გაცილებით შორეული პერსპექტივაა, ვიდრე მადრიდში დარჩენა. მის კონტრაქტს „რეალთან“ მომავალი წლის ზაფხულში გასდის ვადა, მაგრამ მასში ჩადებულია ერთი წლით გახანგრძლივების პირობა. ბენზემა „რეალში“ 2009 წელს სწორედ „ლიონიდან“ გადავიდა 35 მილიონ ევროდ. ამ…

Read more

გადავიდეს კონკურენტ გუნდში, პრობლემა არ არის…

პეპ გვარდიოლა წინააღმდეგი არ იქნება, თუკი სერხიო აგუერო მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში დარჩება და „მანჩესტერ სიტის” რომელიმე მეტოქის ფორმას მოირგებს. „სანმა” შეიტყო, რომ „ქალაქელების” ლეგენდას ინგლისიდან წასვლა არ უნდა. ის 32 წლის არის და მაისში „ეტიჰედზე” გამოსვლას ამთავრებს. რომელ კლუბებს უნდათ კუნ აგუეროს ყიდვა? უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობენ „ჩელსიზე”, შემდეგ კი ახსენებენ „ტოტენჰემს”, „მანჩესტერ იუნაიტედს” და „სიტის”…

Read more

ელ კლასიკოში ცვლილებაა

დღეს, მადრიდში, ვალდებებასში, „რეალის” ბაზაზე, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „ელ კლასიკოა”. ეს შეხვედრა ცნობილ მსაჯს მიგელ ანტონიო მატეუ ლაოსს უნდა ემსაჯა, მაგრამ ის დაშავდა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას არბიტრი შესაცვლელი გაუხდა. მატეუ ლაოსი, რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ბაიერნისა” და „პარი სენ ჟერმენის” მატჩს მოემსახურა. მადრიდში მას ხესუს ხილ მანსანო შეცვლის. „სამსაჯო კომიტეტი…

Read more