საინტერესო ფაქტი დააფიქსირა „რომას“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ. ბოსნიელმა ფეხბურთელმა „მანჩესტერს“ „ოლდ ტრაფორდზე“ სამ ათწლეულში, სამ სხვადასხვა ტურნირზე, სამი სხვადასხვა ქვეყნის, სამი გუნდის მაისურით გაუტანა გოლი. ჯეკომ 2006 წელს „ვოლფსბურგში“ თამაშისას მანჩესტერელებს ჩემპიონთა ლიგის მატჩისას გაუტანა, შემდეგ უკვე „მანჩესტერ სიტიში“ ბურთაობისას 2011 წელს მოახერხა იგივე და აგერ, ახლა ევროპის ლიგის მატჩისას „რომას“ მაისურით. აღსანიშნავია, რომ „ვოლფსბურგის“...
მანდარინობა ზესტაფონში
დიდი ამბავი იყო ხუთშაბათს ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“: ბათუმის „დინამომ“ მეზობელ „შუქურას“ 8:1 მოუგო… ვერ ვიტყვით, რომ ამ გუნდებს შორის რეალურად ასეთი სხვაობაა. აქ უფრო ის მოდელი ამუშავდა, როცა ერთს ყველაფერი გამოსდის, მეორეს – არაფერი. ხდება ხოლმე. თუმცა, ამით სულაც არ ვაკნინებთ ბათუმელთა წარმატებას. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან და ამას თამაშის ხარისხიდან...
ბაზარევიჩისთვის საქართველომ ყველაფერი თქვა
საქართველო 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს და თბილისს ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი ესტუმრებიან. წილისწყრა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი ბაზარევიჩმა შეაფასა და ჯგუფში ესპანეთი, საქართველო და თურქეთი გამოყო. „ტურნირის დაწყებამდე დიდი დროა, ამიტომ კონკრეტული საუბარი ნაადრევია. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი ნაკრებები აღარ არსებობენ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული,...
ჩაბი ალონსოს ხუთეული
„ლივერპულის”, „რეალისა” და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჩაბი ალონსომ თავისი ხუთი რჩეული ფეხბურთელი დაასახელა. ალონსომ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ბევრი დიდი ვარსკვლავის მხარდამხარ თუ წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ჯეიმი კარაგერმა თავის პოდკასტში The Greatest Game მათგან რამდენიმეს გამოყოფა სთხოვა. კარაგერმა ბასკს ხუთკაცა ფეხბურთის „დრიმ თიმი” შეადგენინა. ალონსომ, რომელიც დღეს „რეალ სოსიედადის” B გუნდს წვრთნის, თავისი...
ჩემპიონობა ბარსაზე აღარ არის დამოკიდებული
„ბარსელონას” შეეძლო ლა ლიგის ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ შინ „გრანადასთან” დამარცხდა (1:2) და ახლა „რეალის” მსგავსად „ატლეტიკოს” ორი ქულით ჩამორჩება. ჩატარებული თამაშების რაოდენობა უკვე სამივე გუნდს თანაბარი აქვს. 8 მაისს „ბარსა” და „ატლეტიკო” „კამპ ნოუზე” ხვდებიან ერთმანეთს. აქამდე ჩემპიონობის ბედი „ბლაუგრანას” ხელში იყო, ახლა კი ვითარება შეიცვალა: კატალონიის დედაქალაქის გუნდმა „ატლეტიკო” რომც დაამარცხოს, თუკი „რეალი” თავის...
რაიან გიგზი შოკშია
სწორედ ასე დაახასიათა საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რაიან გიგზმა, როცა შეიტყო, რომ პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრობის კანდიდატადაც არ მოიაზრება. არადა, წინასწარი ინფორმაციით, დარბაზის პირველი ორი წევრი ალან შირერი და რაიან გიგზი უნდა ყოფილიყვნენ. მერე გიგზი ტიერი ანრით ჩაანაცვლეს, რისი მიზეზიც საკმაოდ არასასიამოვნო ისტორია გახდა. წინა კვირაში გიგზს წარუდგინეს ბრალდება 2020 წლის ნოემბერში ორ...
ბასილაშვილმა მიუნხენი გააორა
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენში მიმდინარე BMW OPEN-ის (საპრიზო ფონდი 481.270 ევრო) მეორე წრეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი 6:4, 6:2 დაამარცხა და სვას აგრძელებს. ბასილაშვილმა ისე მოიგო, რომ მეტოქისთვის ბრეიკი არ მიუცია. რაც ბოლო პერიოდში იშვიათია. ჩვენებურმა ილად სძლია მეტოქეს. პირველ სეტში ბასილაშვილმა რივეროსს მეხუთე მოწოდება აართვა და შემდეგ ბოლომდე მშვიდად მივიდა. მეორე სეტი თავიდან...
საქართველომ მეტოქეები გაარკვია
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტ 2022-ის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა. მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფები ოთხ ქალაქშია გადანაწილებული, რომელთაგან ერთერთს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს რუსეთი და თურქეთი რომ ესტუმრებოდნენ, თავიდანვე ცნობილი იყო. თურქეთი, საქართველომ პარტნიორ ქვეყანად აირჩია, რომლის უფლებაც ყველა მასპინძელ ქალაქს ენიჭება. იმავე უფლების გამოყენების შემდეგ და კალათების გადანაწილებით, მეორე კალათიდან რუსეთი გვერგო....
ნინიაშვილიც ლიონშია!
დავით ნინიაშვილი ბექა საღინაძის კვალს გაჰყვა და კარიერას ისიც ტოპ-14-ის „ლიონში“ გააგრძელებს! 18 წლის ბორჯღალოსანმა ფულბექმა ლიონური კლუბის დამრიგებლის პიერ მინიონის ყურადღების ცენტრში თავისი სანაკრებო დებიუტისთანავე აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ 17 წლისა, „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მას მერე ლიონელები ყურადღებით აკვირდებოდნენ. დავითმა საფრანგეთის მთავარი ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა...
როცა ფულს თამაში ჯობია
„მარკა” წერს, რომ ლეო მესის მომავალი მკაფიო კონტურებს იძენს — არგენტინელი, სავარაუდოდ, „ბარსელონაში” დარჩება. მის წარმომადგენლებსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. მართალია, ისინი ჯერ არაფორმალურია, მაგრამ საქმე ნულიდან აშკარად დაიძრა. TV3-ის ინფორმაციით, 32 წლის ვარსკვლავის მამა და აგენტი ხორხე მესი კვლავ შეხვდა „ბარსას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას. ტელეკომპანია ამბობს, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია გამონახოს საერთო ენა...









