მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ფეზბურთელის აგენტმა კარიმ ჯაზირიმ განაცხადა. თავად ბენზემას ფრანგულ „ლიონში“ დაბრუნება სურს, მაგრამ ეს გაცილებით შორეული პერსპექტივაა, ვიდრე მადრიდში დარჩენა.
მის კონტრაქტს „რეალთან“ მომავალი წლის ზაფხულში გასდის ვადა, მაგრამ მასში ჩადებულია ერთი წლით გახანგრძლივების პირობა. ბენზემა „რეალში“ 2009 წელს სწორედ „ლიონიდან“ გადავიდა 35 მილიონ ევროდ. ამ ხნის განმავლობაში მან ესპანეთში 19 ტიტული მოიგო და სამჯერ დასახელდა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
33 წლის ფორვარდის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგაში 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის ლიგაში მეოთხეა მესის (23), მორენოს (19) და სუარესის (19) შემდეგ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
