ახლოვდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და „ბარსელონა” ტოპ-კლასის თავდამსხმელის შესაძენად ემზადება. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ კატალონიელებს ყველაზე მეტად ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის შეძენა უნდათ, მაგრამ 20 წლის ფორვარდზე ტაციაობაა, ამიტომ საჭიროა სათადარიგო ვარიანტიც.
ბარსელონური გაზეთის „სპორტის” ინფორმაციით ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი „ტოტენჰემიდან” 27 წლის ჰარი კეინის გადაბირებაა. ამბობენ, რომ ინგლისელი არ არის წინააღმდეგი პრემიერლიგიდან წავიდეს და ბედი სხვაგან ეძიოს.
„ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მისი დამქაშები ჯერჯერობით ბაზრის ყველა წვრილმანში ცდილობენ გარკვევას, რათა საჭირო დროს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგან.
როგორც ჩანს, არც „დეზები” არიან წინააღმდეგი ამ ზაფხულს თავდამსხმელი კარგ ფასად გაყიდონ, ოღონდ ერთი პირობა აქვთ: ის რომელიმე პრემიერლიგელ კონკურენტს არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. „ბარსამ” იცის, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნის შეძენა მანჩესტერის ორივე გრანდს სურს, „ტოტენჰემს” კი კატეგორიულად არ უნდა, რომ ის რომელიმე მათგანს დარჩეს.
„ბარსელონა” კეინის გარემოცვისგან სრულყოფილ ინფორმაციას ფლობს. თავდამსხმელი სეზონში 12 მილიონ ევროს იღებს, „სფურზი” კი მზად არის მას ასატანი ფასი დაადოს. „სპორტი” წერს, რომ „ბლაუგრანას” ხელს აძლევს, როგორც კეინის ოსტატობა და უნარები, ასევე მისი პროფესიონალიზმი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი17/07/2026 | 09:22ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 08:07ვინ იხეირა და ვინ იზარალა მსოფლიოს ჩემპიონატით?
სიახლეები16/07/2026 | 09:25ინგლისელი ვეტერანები ტუხელის წინააღმდეგ
მთავარი ამბავი16/07/2026 | 07:53მესი ფინალშია!
