ახლოვდება სატრანსფერო სეზონი და უკვე ცხადია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ერლინგ ჰოლანდი იქნება. „დორტმუნდის” ნორვეგიელი თავდამსხმელის ყიდვა ევროპის ბევრ წამყვან კლუბს სურს. თავად ფეხბურთელსაც უნდა ბუნდესლიგიდან წასვლა. ესპანური გაზეთი Deportes Cuatro 20 წლის ფორვარდის გეგმებს ასაჯაროვებს.
ჰოლანდს „დორტმუნდის” ხელმძღვანელობისთვის უთქვამს, ესპანეთში სახლი უკვე შევიძინეო. ახალგაზრდა ვარსკვლავის ეს ნათქვამი აღიქვეს, როგორც ლა ლიგაში გადასვლის სურვილი და არა მდიდარი კაცის მიერ უძრავი ქონების დაგროვება.
Deportes Cuatro წერს, რომ ლაპარაკია სახლზე მარბელაში, სადაც ამ დღეებში ნორვეგიის ეროვნული გუნდი ვარჯიშობდა.
ლა ლიგის გუნდებიდან ერლინგ ჰოლანდის შეძენა სურთ „რეალსა” და „ბარსელონას”, ოღონდ კორონაკრიზისის პერიოდში 180 მილიონ ევროდ ღირებული მოთამაშის ყიდვა იოლი საქმე არ არის. თუმცა, თუკი მყიდველებს მოთმინება ეყოფათ და ჰოლანდს „დორტმუნდში” კიდევ ერთი წლით ანუ 2022 წლის ზაფხულამდე დატოვებენ, ეს თანხა 75 მილიონამდე დაეცემა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
