ბრაზილიური „შაპოკაენსეს“ ედვინ ტუმირი ბედნიერ ვასკვლავზე ყოფილა დაბადებული. ტუმირი უკვე მეორედ გადაურჩა სიკვდილს.
ჯერ იყო და 2016 წელს „შაპოკაენსე“ ავიაკასტროფაში როცა მოჰყვა და 71 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის გუნდის 19 ფეხბურთელი და ერთ-ერთი ვინც გადარჩა, სწორედ ტუმირი იყო.
ახლა კი ტუმირი ბოლივიაში ტურისტულად წავიდა და ამჯერად ავტოკატასტროფაში მოჰყვა – ავტობუსი 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. ავტოკატასტროფას მსხვერპლის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია – გარდაცვლილია 21 ადამიანი, 13 დაშავებული. ტუმირი ისევ ცოცხალია.
„როდესაც წამოვდექი მუხლი მტკიოდა. არ მჯერა, ისევ? დალოცვილი ვარ“, – თქვა ტუმირმა.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
