ეგვიპტეში მიმდინარე ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკამ ბოლო მატჩი ბაჰრეინთან გამართა. გამარჯვების შემთხვევაში აფრიკელები ჯგუფიდან გადიოდნენ, მაგრამ 27:34 დამარცხდნენ.
მთავარ ფიგურად ჩვენთვის ნაცნობი, 130-კილოიანი ტიერი გოტიე მვუმბი იყო, რომელმაც 5 გოლი გაიტანა და მარცხის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მვუმბიმ მოედანზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო, მაგრამ 5-დან 5 დარტყმა გამოიყენა. საერთოდ, მვუმბი ძალიან პროდუქტიულად ირჯებოდა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ 3 შეხვედრაში 14 დარტყმიდან 13 შეაგდო.
მართალია, სოციალურ ქსელებში მვუმბი დაცინვის ობიექტი გახდა, თუმც აფრიკელი ხელბურთელი საკუთარ საქმეს აკეთებდა და ბულინგს ყურადღებას არ აქცევდა.
„ინტერნეტში დიდ დროს არ ვატარებ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი მისამართით უამრავი დამცინავი პოსტია. ეს ჩემმა ოჯახის წევრებმაც ნახეს და ძალიან განიცადეს. მე კი, ამ ყველაფერს მოტივაციისთვის ვიყენებ. ეს ყველაფერი უფრო მეტ ძალას მმატებს“, – განაცხადა მვუმბიმ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 21:30ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა
