წილი ნაყარია: ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდის მთავარი თამაშია „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულის” წინააღმდეგ. გამოდის, რომ ძველი, მძვინვარე მოქიშპეები 22-25 იანვრის უქმეებზე, „ენფილდზე” პრემიერლიგური დაპირისპირებიდან ერთ კვირაში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.
რაც შეეხება თასის მფლობელ „არსენალს”, მას ან „შრუსბერისთან” მოუწევს ურთიერთობის გარკვევა ან „საუთჰემპტონთან”. საქმე ის არის, რომ ამ ორს მესამე რაუნდში ჯერ არ უთამაშია — „შრუსბერის” კორონავირუსმა შეუტია და მატჩი გადადეს.
2019 წლის თასის მფლობელი „მანჩესტერ სიტი” ჩელტენჰემში გაემგზავრება.
„ჩელსი” „სტემფორდ ბრიჯზე” „ლუტონს” უმასპინძლებს. ესეც, დასავლეთლონდონელთა კიდევ ერთი იღბლიანი წილი.
„ტოტენჰემს” კი კვლავ ჩანთები აქვს ჩასალაგებელი — „ვიკომბთან” მიდის სათამაშოდ.
„ევერტონი”, რომელსაც ფეხბურთის ასოციაციის თასი 1995 წლის შემდეგ არ მოუგია, „შეფილდ უენსდის” ხვდება.
ქვემოთ, ფოტოზე კი ხედავთ, თუ რომელი წყვილები შეხვედრიან ერთმანეთს ასოციაციის თასზე ყველაზე ხშირად.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
სიახლეები11/10/2026 | 10:56ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
სიახლეები11/10/2026 | 09:36კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
