საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2020/2021 წლების სეზონში 10-ის ნაცვლად 12 გუნდი ითამაშებს. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 2019/2020 წლების კაცთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, საშეჯიბრო დებულებაში დროებითი ცვლილებები შეიტანა, რომლებიც ერთი წელი იმოქმედებს. უმაღლესი ლიგის 10 გუნდს + თბილისის „ლელო-სარასენსს“, „ბათუმს“, ქუთაისის „აიას“, რუსთავის „ხარებს“, თბილისის „აკადემიას“, გორის „ჯიქს“, ბოლნისის „ყოჩებს“, თბილისის „იუნკერებს“,...
წელი: 2020
მესის სწამს, რომ RAC1-მა ეს განზრახ გააკეთა
„ბაიერნთან” 2:8 წაგების შემდეგ ლეო მესი „ბარსელონას” შეფებსა და კლუბის გარემოცვაზე ძალიან გაბრაზდა, მაგრამ კატალონიელებმა, როგორც ჩანს, მისი კიდევ უფრო მეტად განაწყენება მოახერხეს. მიზეზი: „ბლაუგრანას” ახალი მწვრთნელის როლანდ კუმანისა და მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის პირველივე პრივატული შეხვედრის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. კუმანი მესის შეხვდა, რათა 33 წლის სუპერვარსკვლავი დაერწმუნებინა, რომ „ბარსელონადან” წასვლა არ ღირს. როგორც...
კუმანმა სეტიენის კრიტიკით დაიწყო
Mes que un club – მეტი ვიდრე კლუბი. ეს, მოგეხსენებათ, „ბარსელონას” ლოზუნგია და გუნდის ახალი მწვრთნელი, 57 წლის რონალდ კუმანი სწორედ ამ ლოზუნგის შესაბამისად აპირებს „კამპ ნოუზე” თავისი საქმიანობის გაშლას. მას ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა და შესაბამისად ბევრი ახლის მიყვანა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ჰოლანდიელს სიაში ჰყავს ისეთებიც, რომლებიც მისი აზრით თავიანთ შესაძლებლობებს იმიტომ ვერ ამჟღავნებდნენ, რომ...
ინგლისელები ნაკრებს და პრემიერლიგას კორონიანები უბრუნდებიან
საბერძნეთის კურორტზე დროის ლაზათიანად ტარების შემდეგ ინგლისის ნაკრების ერთი და პრემიერლიგის კიდევ ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაავადდნენ. ახლა, ინგლისელთა ეროვნული გუნდის თავკაცი გარეთ საუთგეიტი შიშობს, რომ არდადეგების დამთავრების შემდეგ კოვიდ-კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ამას დაამატეთ ერთი ამბავიც, კუნძულ მიკონოსზე ჩხუბის გამო ჰარი მაგუაირი რომ დააკავეს და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის არასასურველი ვითარების სურათს მიიღებთ. როგორც ინგლისურმა პრესამ შეიტყო,...
სამართლიანი ის არის, რაც ელიტას აწყობს?
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. ამას კარგა ხანია გაიძახის საერთაოშირისო ფედერაციები, ასოციაციები თუ კომიტეტები. ისინი პირდაპირ ითხოვენ, რომ სახელმწიფო სპორტში არ ჩაერიოს. საქართველოში ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებით არის ატაცებული, საქმით კი… ბევრჯერ მომხდარა, რომ სახელმწიფო სხვა და სხვა ფედერაციების არჩევნებში ჩარეულა. კიდევ ბევრჯერ მოხდება, მით უფრო, რომ წინ საამისო...
ფინალი ესპანელებისაა
2002 წლიდან მოყოლებული, ესპანურმა კლუბებმა ევროტურნირებზე მოიგეს ყველა, თხითმეტივე ფინალი, სადაც კი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ პერიოდში მადრიდის „რეალმა“ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო „ბარსელონამ“ – ოთხჯერ. 2004 წელს „ვალენსიამ“ უეფას თასი (ევროპის ლიგა) მოიგო, სევილიამ იგივე ხუთჯერ გააკეთა, მადრიდის „ატლეტიკომ“ – ორჯერ. ლა ლიგის წარმომადგენლებმა ევროთასებზე ბოლო ფინალები 2001 წელს წააგეს. მაშინ „ვალენსია“...
ბედის არქიტექტორი
კატალონიური პრესის ცნობით ლუის სუარესის მომავალი „ბარსელონას” ახალი მწვრთნელის როლანდ კუმანის ხელში ნათელი არ არის. ჰოლანდიელმა გუნდის განახლებაზე ილაპარაკა და როდესაც თავდასხმის ხაზს შეეხო, „ლიონიდან” მისი თანამემამულის მემფის დეპაის ყიდვაზე გაამახვილა ყურადღება. გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ, ურუგვაელ ფორვარდზე ათასნაირად დაიწყეს ლაპარაკი, მან კი სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „არასდროს დაგავიწყდეს,...
ეძღვნება პუერტასა და რეიესს
„ეს გამარჯვება ჩემთვის და „სევილიას” ყველა გულშემატკივრისთვის უდიდესი სიხარულის მომგვრელია,” — თქვა ევროლიგის ფინალის დამთავრების შემდეგ ესპანური გუნდის მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ, რომელმაც ტრიუმფი აწგარდაცვლილებს ანტონიო პუერტასა და ხოსე ანტონიო რეიესს მიუძღვნა. პუერტა გულის შეტევით მოედანზე დაიღუპა, რეიესი კი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. ანდალუსიელებმა გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ფინალში „ინტერს” მოუგეს 3:2. ანგარიში მე-5 წუთზე „ინტერის” ბელგიელმა თავდამსხმელმა...
განტევების ვაცი ნაპოვნია
რომელუ ლუკაკუმ ევროლიგის დამარცხებული ფინალისტის მედალი არ აიღო — „ინტერში” ბელგიელი თავდამსხმელის საუცხოო სადებიუტო სეზონი დრამით დამთავრდა. როდესაც ანგარიში იყო 2:2 მან ბურთი საკუთარ კარში შეაგდო, რაც, როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის გადამწყვეტი გოლი აღმოჩნდა. ასეთი უიღბლობა იშვიათია. „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფორვარდმა ამ დღეს ანგარიში გახსნა — მე-5 წუთზე პენალტი გაიტანა — მაგრამ 74-ეზე, როდესაც სევილიელმა...
ავტობულინგი
მეზარება, ძალიან მეზარება „დინამოზე“ წერა. განა ზოგადად წერა მეზარება, ეგ არის ჩემი საქმე, უბრალოდ არაფერი მგონია იმაზე მოსაბეზრებელი, ვიდრე წლიდან წლამდე ერთი და იგივეს გამეორება. აი, როგორ არის, იცით? ბარტ სიმპსონს რომ ავალებს მასწავლებელი ერთი ფრაზის ასჯერ გამოწერას… მაგალითად: ფეხბურთელებს უგულოდ არ უთამაშიათ – ეს ფრაზა კახა ჩხეტიანმა თქვა 2 დღის წინ, „ტირანასთან“ წაგების შემდეგ....









