თვე: ნოემბერი 2020

Home 2020 ნოემბერი
გვარდიოლას ყველაზე ყოჩაღი
ჩანაწერი

გვარდიოლას ყველაზე ყოჩაღი

სიტის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა. ესპანელი ტაქტიკოსის თქმით, სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც უმუშავია. „სტერლინგს მალე დავასვენებთ, თუმცა ჯერ არა. რაჰიმი „ლივერპულთან“ ძალიან გვჭირდება. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. გაოცებული ვარ მისი ნიჭით და საქმისადმი მიდგომით. როცა „სიტი“ ჩავიბარე, ის სხვა...

ფატი გაჩერდა
ჩანაწერი

ფატი გაჩერდა

„ბარსელონამ“ „ბეტისი“ 5:2 კი დაამარცხა, მაგრამ დაკარგა ანსუ ფატი, რომელიც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა და სულ უფრო უკეთ და უკეთ თამასობს. ფატიმ „ბეტისთან“ მარცხენა მუხლის მენისკი დაიზიანა და ექიმების პირველადი ცნობით, იანვრამდე დასვენება მოუწევს. არადა ფატი შესანიშნავ ფორმაში იყო. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მისი...

ინგლისის და ისლანდიის თამაშს გადადება ემუქრება
ჩანაწერი

ინგლისის და ისლანდიის თამაშს გადადება ემუქრება

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრძანა, ჩემს ქვეყანაში დანიიდან შემოსული არავინ დავინახოო და… ინგლისისა და ისლანდიის შეხვედრას გადადება დაემუქრა. მიზეზი ცხადია კორონაპანდემია გახლავთ. ზემოთ ხსენებული ბრძანება უეჭველად შეაშფოთებს პრემიერლიგის კლუბებსაც, რომლებმაც სანაკრებო ფანჯრის შემდეგ შესაძლოა წამყვანი ფეხბურთელები მთელი ორი კვირით მოისაკლისონ. მათ ხომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინი დაემუქრებათ. აქამდე დანიიდან შემოსვლა ელიტურ სპორტსმენებს შეუზღუდავი ჰქონდათ. მათთვის გამონაკლისი...

დამტვრევა ლამაზ თამაშში
ჩანაწერი

დამტვრევა ლამაზ თამაშში

ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ტრავმა იოლი არ უნდა იყოს. „ბაიერნის” ვარსკვლავი” ჯოშუა კიმიხი „დორტმუნდთან” შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდა. მას იღბალმა ერლინგ ჰოლანდთან ორთაბრძოლისას უმტყუნა. გერმანიის ნაკრების მოთამაშე მოედნის ცენტრში შეცდა — ბურთი ჰოლანდს ჩაუგდო. როდესაც შეატყო, რომ ნორვეგიელი სახიფათო შეტევას იწყებდა, კიმიხმა ორთაბძოლა წამოიწყო. მან დორტმუნდელს ფეხში მიჰკრა, ის წაბორძიკდა, მაგრამ წონასწორობა შეეინარჩუნა და სხვლა...

ლეონარდომ ფლიკი დაიწუნა
ჩანაწერი

ლეონარდომ ფლიკი დაიწუნა

ლეონარდო ჟარდიმი ის კაცია, „მონაკოს“ წლების განმავლობაში რომ თავკაცობდა და ისეთი ფეხბურთელები გამოზარდა კილიან მბაპე, ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ტომა ლემარი და სხვები რომ არიან. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და ქომაგთა დიდი სიმპათიაც დაიმსახურა. „კარგ გუნდში რომ მოხვდე, კარგი კონტაქტებია საჭირო. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომგები მწვრთნელების ჩამოსათვლელად თითები გეყოფა. აი, პსჟ-სა და „ბაიერნის“ მწვრთნელები ავიღოთ. მათი...

არ გაფუჭდება
ჩანაწერი

არ გაფუჭდება

აგერ, ბიჭები ლაპარაკობდნენ და დიდი კამათი ატყდა მაიკლ ოუენის გამო. ჩვენებური გულშემატკივარი ალბათ იმითაც გამოირჩევა სხვა ქვეყნების ქომაგთაგან, რომ მომავალის განჭვრეტა უყვარს ხოლმე. ანუ, როცა სტადიონზე მიდის, იმდღევანდელი მატჩი თითქოს მოთავებულიც კი აქვს და უკვე იმას ფიქრობს, ხუთი თვის შემდეგ როგორ მოუგებს ნორვეგიას. ჩვენი ფეხბურთის ბედი ისეთია, რომ კაცმა სულ მომავალზე უნდა ილაპარაკოს, ვინაიდან დღევანდელობის...

რეალს ბევრი დრო აღარ აქვს
ჩანაწერი

რეალს ბევრი დრო აღარ აქვს

სერხიო რამოსმა ინსტაგრამის მეშვეობით თავისი გულშემატკივარი ააღელვა. „რეალის” 34 წლის კაპიტანმა თავისი 100 გოლის ვიდეო დაპოსტა და მიაწერა: „ჯერ დრო მაქვს. კიდევ გავიტან”. რამოსის ეს სიტყვები ბევრმა მინიშნებად აღიქვა. რას უნდა ნიშნავდეს „ჯერ დრო მაქვს”? იმას ხომ არა, რომ კაპიტანი კლუბთან ახალ კონტრაქტს აფორმებს? მის ძველ ხელშეკრულებას ხომ 2021 წლის ზაფხულში ვადა გასდის. თუმცა, რამოსის...

კუმანი: თუ სკანდალს ეძებთ, ეს თქვენი პრობლემაა
ჩანაწერი

კუმანი: თუ სკანდალს ეძებთ, ეს თქვენი პრობლემაა

დღეს „ბარსელონა” „ბეტისს” ხვდება. თამაში საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზეა. მატჩის წინ, „ბარსას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სხვა საკითხებთან ერთად ლეო მესის ერთგულებაზეც ილაპარაკა. ამ ბოლო დროს მოხშირდა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს არგენტინელმა „ბლაუგრანაზე” გული აიყარა. „ლეო დიდი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ მოედანზე გვჭირდება. აქ, მას შეუძლია მოწინააღმდეგეს პრობლემები შეუქმნას. მესი განსაკუთრებით საშიში შეტევაშია. როგორც...

მანჩესტერის კანდიდატებში ცვლილებაა
ჩანაწერი

მანჩესტერის კანდიდატებში ცვლილებაა

აგერ, გუშინ, ბრიტანულმა მედიამ, გაემზადეთ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელად მაურისო პოჩეტინო მიდისო და… დღეს, უკვე ESPN-მა, დიდი შანსია „იუნაიტედი“ იულიან ნაგელსმანმა გაწვრთნასო. თავადვე წერენ, 33 წლის გერმანელი სპეციალისტის ინტერესი კლუბიდან მიდისო… ასევე იყო საუბარი ბრენდან როჯერსზეც, მაგრამ იმასაც იუწყებიან, იმის მიუხედავად, რომ არასახარბიელო შედეგებია, კლუბი ჯერ მხარდაჭერას უცხადებს ოლე-გუნარ სულშერსო.

ინგლისის კარში ფსიქოლოგიური პრობლემა დგას
ჩანაწერი

ინგლისის კარში ფსიქოლოგიური პრობლემა დგას

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეშფოთება გამოთქვა — მას მეკარე ჯორდან პიკფორდი მხნედ სჭირდება, ის კი მერსისაიდულ დერბიში ლივერპულელ ვირჯილ ვან დაიკთან დაჯახების შემდეგ შესაძლოა ცოტა შემკრთალია. მოგეხსენებათ, იწყება სანაკრებო თამაშების პერიოდი. ინგლისელებს სამი შეხვედრა ელით, ირლანდიასთან, ბელგიასა და ისლანდიასთან. საუთგეიტი კი ამბობს, რომ პიკფორდი მისთვის ნომერ პირველია, რომლის სრულყოფილი შემცვლელიც ინგლისში ჯერჯერობით არ ჩანს....