დიეგო მარადონას ვექილმა თქვა, ლეგენდა ცოცხალი რომ არის, ნამდვილი სასწაულიაო. ოლივოსის კერძო კლინიკასთან მოდარაჯე ფოტორეპორტიორებმა ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, ბუენოს აირესის დროით საღამოს 6 საათზე (ჩვენთან 12 ნოემბრის ღამის 1 საათი იქნებოდა) გადაიღეს ფოტოები, თუ როგორ გაჰყავთ კლინიკიდან, სასაწრაფო დახმარების მანქანით, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. როგორც ხედავთ, ფოტო გადაუღეს მიმღიმარ მარადონასაც, რომელმაც სასწრაფო ოპერაციის შემდეგ 8...
ბაცი ფერის ამბავი
დიდად ღირებული თამაშის წინ ადამიანური სისუსტე შემოგვეპარა და ობიექტურ ჟურნალისტურ მსჯელობაზე ხელი ავიღეთ: ნეტავ ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარემ ხვალაც ისე მიჰქაროს, როგორც კოსოვოსთან ნახევარფინალში თუ რიკოშეტით, თუ ავტოგოლით, თუ რაგბის მსგავსად ჯგროდ მიწოლით – ნეტავ ტაბლოზე თამაშის ბოლოს ჩვენი გატანილი ერთით მეტი გოლი გამოისახოს 12 ნოემბერი ისეთი დღეა, ფეარ ფლეიზე ფიქრიც არ გვინდა. ამ ერთხელ გვაპატიოს...
ვაისის გულის თამაში და კორონა-ცრემლები
ჩრდ. მაკედონიასთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენცია გამართეს. ვლადიმირ ვაისი – ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ გავიმარჯვებთ და ხალხს გავახარებთ. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეთ კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქეა თუ ჩრდილოეთ მაკედონია, გიპასუხეთ, კორონავირუსი-მეთქი. და მართლაც ასეა. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ. ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას არყოფნა...
რაც გულთან უფრო ახლოსაა
ხვალ ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერება: ან ტრიუმფალური და ანაც ტრაგიკული. ყველა ქომაგს პირველი ვარიანტის გვეიმედება და როცა მსაჯის საფინალო სასტვენი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის გასვლას დააფიქსირებს, 1981 წლის 13 მაისი მონაგონი იქნება. ასე ახლოს ოცნებასთან ჯერ არ ვყოფილვართ და მორიგჯერ როდის აღმოვჩნდებით, არავინ იცის. ჩვენს ბიჭებს მინდა მივმართო: გენაცვალეთ, ითამაშეთ ისე, თითქოს...
კორონა საქართველოს ნაკრებში
ცუდი ამბავი საქართველოს ნაკრებიდან. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდს გამოაკლდნენ ხვიჩა კვარცხელია და ლევან შენგელია. დღევანდელი კოვიდ-ტესტებისას ორივე ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ისინი იზოლაციაში გადავიდნენ… აქვე, უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას: „საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად...
შეფ-მზარეული
უცნაური კაცია ეს რონალდინიო. ხან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მარაქაშია გარეული და ყველაზე პრესტიჟულ პრიზ-ტურნირებს იგებს (მსოფლიო ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას წლის ფეხბურთელი (ორჯერ), ოქროს ბურთი), ხან სხვისი სახელით შედის უცხო ქვეყანაში და მერე ციხეში ცხვარზე და ოციანზე ყომარობს. ახლა შეფ-მზარეულად გარდასახვა მოუწადინებია და თავისი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა. 40 წლის ბრაზილიელმა იტალიურ სამზარეულოს შეუტია და...
ტერორი ბარსელონაში
ანტუან გრიზმანი კვლავ გამოჩნდა სოციალურ ქსელში. მან დაპოსტა, რომ ლეო მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ამის დაწერა „ბარსელონაში” მოთამაშე ფრანგს მისი ყოფილი აგენტის ერიკ ოლატსის სიტყვების გასანეიტრალებლად დასჭირდა. აგრეთვე, გრიზმანმა „ტვიტერზე” დადო ფოტო, სადაც ის და მესი „ბეტისთან” შეხვედრის დროს ერთმანეთს ეხვევიან, გოლს ზეიმობენ. ერთი სიტყვით, მსოფლიოს ჩემპიონმა იგრძნო, რომ ერიკ ოლატსის მიერ „ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემული...
ფერადკანიანებიო, ქალებს სტკივათო, კომპიუტერში ნიჭიერები არიანო და არჩევანიაო
გრეგ კლარკი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. იძულებული გახდა გადამდგარიყო. მიზეზი: მან პარლამენტარებთან შეხვედრის დროს ამ უკანასკნელთათვის მოსაწონი ლექსიკა არ გამოიყენა. თან, კლარკი აქამდეც ჰყავდათ შემჩნეული. ხანდახან ის პოლიტკორექტული არ იყო. მას ბოდიშის მოხდა მოუხდა. 63 წლის ჩინოვნიკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის ემშვიდობება საქმეს, რომელსაც ათწლეულები მიუძღვნა. მან ბოდიში მოიხადა აფრიკული...
შემაჯამებელი შვარცმანმა შეკრა
15-22 ნოემბერს, ლონდონში, წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება, სადაც ყოველთვის ის საუკეთესო 8 სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს რეიტინგის სათავეში არიან, თუმც გადანაცვლებაც ხდება – წლეულს, მაგალითად, ლონდონში არ ითამაშებს ლეგენდარული როჯერ ფედერერი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი სუპერვარსკვლავი 2020 წლის 7 თებერვლის მერე აღარ გასულა კორტზე – 39 წლის ვეტერანი ტურნირებზე გამოსვლისგან თავს კორონავირუსის პანდემიის გამო იკავებს....
პსჟ რონალდუს არ გამორიცხავს
„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ბრაზილიელმა ლეანდრდომ იმის შესაძლებლობა დაუშვა, რომ კლუბმა კრიშტიანუ რონალდუ შეიძინოს. „დღევანდელ ფეხბურთში ყველაფრის დაშვება შეიძლება. ხვალ შეიძლება რონალდუს თავად მოუვიდეს აზრად, რომ სადმე სხვა გუნდში უნდა ითამაშოს. ვის შეუძლია შეიძინოს? პრეტენდენტები არც ისე ბევრია და პსჟ მათ შორის არის. ყველაფერი შესაძლებლობებისა და კონკრეტული სიტუაციის მიხედვით ხდება,“ – განაცხადა ლეონარდომ. აქამდე გაცხადდა,...









