თვე: ნოემბერი 2020

Home 2020 ნოემბერი
რა გააკეთა ლევან კობიაშვილმა?
ჩანაწერი

რა გააკეთა ლევან კობიაშვილმა?

დავმარცხდით და ეს არ იყო რიგითი მარცხი. ჩვენ ფაქტობრივად მომავალი წავაგეთ, ის მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, იმედიანი და ოცნებებით სავსე იყო. მე უფრო მეტად გავიხედე მაკედონიელთა კარისკენ, ვიდრე ჩვენმა ნაკრებმა მთელი მატჩის მანძილზე და დიახ, ჩვენ ვიტყვით რომ ფეხბურთელებმა ჩააგდეს თამაში. მოულოდნელი და ბუნდოვანი იყო გუნდის ტაქტიკური მონახაზი, ზოგადად, შერჩეული შემადგენლობა, მწვრთნელის უნიათო გადაწყვეტილებები...

მშვიდობით, ბატონო ვაის!
ჩანაწერი

მშვიდობით, ბატონო ვაის!

სულ ვიმეორებ, გაცეცხლებულ გულზე ემოცია არ უნდა გამოხატო მეთქი. ახლაც ვეცადე, ერთი ღამე მაინც გამეთია იმ ბოღმასთან, კიდევ დიდხანს რომ არ მომასვენებს და მერეღა ამომეთქვა. მე შემრცხვა! ვერმოგებისაც, გაშვებული შანსისაც, ტელევიზორს მიჯაჭვული მილიონისაც, სტადიონთან ნაკრების დამხვედრი ბიჭებისაც… ფეხბურთელების ნაცვლად სულაც არ შემრცხვენია. რეალურად, ცალკე აღებული ფეხბურთელი ცლკე აღებული ინსტრუმენტია. მერე უკვე დირიჟორის ამბავია, გამოუვა თუ...

სხვაგან ევროპაში
ჩანაწერი

სხვაგან ევროპაში

გუშინ საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის პარალელურად ევროპაში კიდევ სამი თამაში ჩატარდა. უნგრეთი 88-ე წუთამდე მარცხდებოდა და ბოლო ორ წუთში ორი ბურთი გაუტანა ისლანდიას. 88-ე წუთამდე მარცხდებოდა ჩრდილოეთ ირლანდია სლოვაკეთთან  და იმ დარჩენილ ორ წუთში მანაც მოახერხა გათანაბრება. შოტლანდიასთან ბოლო წუთამდე მარცხდებოდა სერბეთიც და მანაც გაათანაბრა. ერთადერთი გუნდი, რომელიც გუშინ ასევე მასპინძელი იყო, ასევე მაცხდებოდა და...

მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ…
ჩანაწერი

მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ…

პორტუგალიამ ანდორას ამხანაგურ შეხვედრაში 7:0 მოუგო და ეს ამბავი აღსანიშნავი არ იქნებოდა, რომ არა 85-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს თავური გოლი. 35 წლის მეგავარსკვლავი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და სანაკრებო კარიერაში 102-ე გოლი გაიტანა, თუმცა ამჯერად სტატისტიკაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. მსოფლიო მას-მედიამ ყურადღება მის ნახტომს და ჰაერში „დაკიდებას” მიაქცია, რაც შენელებულ კადრში კიდევ უფრო ეფექტურად გამოჩნდა....

დავიწყებული შოტლანდიაც გავიდა
ჩანაწერი

დავიწყებული შოტლანდიაც გავიდა

მადლობა ვის? უეფას და ერთა ლიგას. შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიდის!  შოტლანდიის ნაკრები მიდის იქ, სადაც 22 წელიწადია არ ყოფილა — მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე. „ტარტან არმი” ბოლოს 1998 წელს, საფრანგეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გახლდათ. ბელგრადში, სქოთების გამარჯვება პენალტებით გაირკვა. თავად თამაში 1:1 დასრულდა. ანგარიში „სელტიკის” ნახევარმცველმა რაიან კრისტიმ გახსნა, მაგრამ „რეალის” თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა გაქვითა. ორივე...

მაისაშვილმა სათვიქნემო რაზმი ჩამოწერა
ჩანაწერი

მაისაშვილმა სათვიქნემო რაზმი ჩამოწერა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა არჩევანი გააკეთა. მან დაასახელა იმ 23 ბორჯღალოსნის გვარი, ვინც 14 ნოემბერს, თბილისის დროით 19 საათზე ინგლისელებს დაუპირისპირდება. ეს იქნება ქართველთა სასტარტო მატჩი „შემოდგომის ერთა თასზე“, რომელშიც ბორჯღალოსნებისა და ინგლისელი „ვარდების“ გარდა ირლანდიის, უელსის, საფრანგეთის, შოტლანდიის, იტალიისა და ფიჯის ეროვნული გუნდებიც მონაწილეობენ. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, მაისაშვილმა წინა, შოტლანდიელებთან...

ვესტბრუკს ჰიუსტონი არ უნდა
ჩანაწერი

ვესტბრუკს ჰიუსტონი არ უნდა

2017 წლის NBA-ს ყველაზე ძვირფასი მოთამაშე (MVP), 2015 და 2017 წლის საუკეთესო მექულე, NBA-ს „ყველა ვარსკვლავის მატჩის 9-გზის მონაწილე რასელ ვესტბრუკი „ჰიუსტონის“ ხელმძღვანელობას გაცვლა მოთხოვა. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, მაიკ დანტონისა და გენერალური მენეჯერის დერილ მორის გათავისუფლებაა. მეორე მიზეზად ამბობენ, რომ ვესტბრუკმა გუნდში ისეთი შემქნელის როლი მოითხოვა, როგორიც „ოკლაჰომაში“ ჰქონდა. მეორე მიზეზი...

მამას არ ეღალატება
ჩანაწერი

მამას არ ეღალატება

ხომ არის, თეთრი შურით რომ შეგვშურდება ხოლმე? ეგ დამემართა. როცა მამამ იცის, მთელი ქვეყნის ერთბაშად გაბედნიერება სხვებთან ერთად მისი შვილის ხელშიცაა. თან ძალიან უყვარს. თან ძალიან ამაყობს. თან ძალიან ავალდებულებს… ეჭვიც არ მეპარება, მარცხის შემთხვევაშიც ნებისმიერ ვაისზე მეტად გამოუწერს… მადლობა, მაგარი კაცის გამზრდელო მაგარო კაცო. დღეს შენი შვილის შენთან ერთად გვეიმედება. ოქრი მაგარია! ოქრი გაიტანს!

ათი წლის შემდეგ
ჩანაწერი

ათი წლის შემდეგ

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალისტებმა, ჰოლანდიამ და ესპანეთმა ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში, 1:1 ითამაშეს. 10 წლის წინ, დამატებით დროში, „ლა როხამ” ანდრეს ინიესტას გოლით მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამჯერად, ესპანელთაგან „ბეტისის” შემტევმა ნახევარმცველმა სერხიო კანალესმა გაიტანა. ეს 29 წლის ფეხბურთელის პირველი გოლი გამოდგა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. სულ, წითელი მაისურით მას 6 მატჩში...

კვიპროსელი თურქები არსენალის წინააღმდეგ
ჩანაწერი

კვიპროსელი თურქები არსენალის წინააღმდეგ

„არსენალს” ორმაგ სტანდარტებსა და მესუთ იოზილის დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი. კვიპროსელ თურქთა ასოციაციის საბჭომ პრემიერლიგის კლუბს გუშინ წერილი მისწერა, რომელშიც ჩრდილო ლონდონელები ეროვნებით თურქი და აღმსარებლობით მუსლიმი გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონის ჩაგვრაში დაადანაშაულა. წერილში არის ასეთი წინადადება: „თქვენ აშკარად ეწევით ჩვენი საზოგადოების დისკრიმინაციას”. ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 300 000 კვიპროსელ თურქს აერთიანებს. თავმჯდომარე ერთუგრულ მეჰმეთი „არსენალს” უცხადებს,...