დიდ დიეგო მარადონას, რომელსაც 30 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდა, ტვინზე სასწრაფო ოპერაციას უკეთებენ — ექიმებმა მას თრომბი აღმოუჩინეს.
ეს გახლავთ სუბდურალური ჰემატომა ანუ ტვინში ჩაქცეული სისხლის ნაირსახეობა, რომელსაც ბუენოს აირესიდან სამხრეთით, ერთი საათის სავალზე, ლა პლატას კერძო კლინიკაში მიაგნეს. დიეგო ამ კლინიკაში ორშაბათს დაწვა.
მარადონას ოპერაციას სხვაგან, არგენტინის დედაქალაქის გარეუბან ოლივოსში (გა)უკეთებენ.
ლეგენდის მეგობარი, ჟურნალისტი მარტინ არევალო: „შუადღისას მე მას ველაპარაკე. კარგად იყო. ორი საათის შემდეგ კი ცნობილი გახდა სკანირების შედეგები და ითქვა, რომ დიეგოს ტვინში ჰემატომა აქვს.
ექიმებმა აღარ დააყოვნეს. ახლა ის საოპერაციოდ ოლივოსში მიჰყავთ.
თავიდან აპირებდნენ ლა პლატას საავადმყოფოდან ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გაწერას, მაგრამ გეგმა შეცვალეს. ოპერაცია სასწრაფოა.
სუბდურალური ჰემატომა ემართებათ, როდესაც ავარიაში მოყვებიან, სიმაღლიდან ეცემიან ან ვინმე თავში ძლიერად არტყამთ. რისკის ქვეშ არიან აგრეთვე მაღალკონტაქტური სპორტის წარმომადგენლებიც.
მარადონას პირადმა ექიმმა თქვა, რომ დიეგომ ცნობა ჰემატომისა და სასწრაფო ოპერაციის შესახებ წყნარად მიიღო.
ოპერაცია რთული და რუტინულია. ასეთი ჰემატომის მქონე პაციენტების უმრავლესობა ძალიან მოხუცია. მარადონას ცხოვრებაში კი თითქოს არაფერი იცვლება. ის კვლავ ძველი დიეგოა, უბრალოდ ემატება და ემატება ახალი სპეციფიკური დიაგნოზები”.
მარადონას ოპერაციას დღეს უკეთებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
