მოგეხსენებათ, უეფა ევროტურნირებზე ადგილებს მისივე კოეფიციენტების ცხრილით ანაწილებს, ქვეყნის ადგილი კი რეიტინგში ბოლო ხუთი წლის შედეგებით განისაზღვრება – ყოველ წელს ხუთი წლის წინანდელი შედეგი უქმდება, ახალი ემატება და ჯამური შედეგი დგება.
ახლა ყველაზე საინტერესო: საქართველოს კლუბების კოეფიციენტი გასულ წლებში ასეთი იყო: 2016/2017 – 1.250; 2017/2018 – 0 125; 2018/2019 – 1 625; 2019/2020 – 2.250; 2020/2021 – 1.750
წლეულს ოთხმა ქართულმა კლუბმა ჯამში 7 ქულა გამოიმუშავა. აქედან 3.5 „ლოკომოტივისაა“, 2,5 თბილისის „დინამოსი“, 0.5-0.5 კი „ბათუმისა“ და „საბურთალოს“ წილია.ჯამში გამომუშავებული 7 ქულა ევროტურნირებში მონაწილე გუნდების რაოდენობაზე იყოფა. 7:4=1.750. სწორედ ეს ქულა დაემატა საქართველოს უეფას რეიტინგში.
უარესიც გვინახავს, მაგრამ ეს ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი შედეგი. ამ ქულებით საქართველო ევროპის 55 ქვეყანას შორის 43-ე ადგილზეა.
ინფორმაციისთვის: ფარერელი მწყემსები და დურგლები ევროთასებზე ასევე 4 გუნდით არიან წარმოდგენილნი, საქართველოს ჯამური 7 ქულის საპირწონედ კი ერთბაშად 11 გამოიმუშავეს და ჯერჯერობით რეიტინგში მხოლოდ 4 ადგილით ჩამოგვრჩებიან. ჯერჯერობით…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
