„ბარსელონასთან“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ლეო მესის 2020 წელი არც თუ კარგად დაამახსოვრდება. ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უარესი გამოდგა. ჯერ კიდევ „ბარსელონას“ ფორვარდმა 2020 წელს კატალონიური კლუბის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 16 გოლი შეაგდო. აქედან ოთხი „ეიბარს“ გაუტანა, სამი კი პენალტით შეაგდო. შედარებისთვის, ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელს 25 მატჩში...
უშედეგოდ!
ეს იყო შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა. მას მერე, რაც ლეო მესიმ „ბარსელონას” ოფისში გააგზავნა ფაქსი, სადაც ეწერა, რომ ის, მის კონტრაქტში არსებული პუნქტით სარგებლობას და კლუბიდან წასვლას აპირებდა, მხარეებს პოზიციები მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა შეეჯერებინათ. სწორედ ამ მიზნით ჩაფრინდა გუშინ დილით არგენტინიდან ბარსელონაში ფეხბურთელის მამა ხორხე მესი, რომელმაც შუადღე „ბარსას” პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს კაბინეტში...
მესი ჯერჯერობით WhatsApp-ის ჯგუფშია
ერთი წლის წინ, 23 წლის ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი „აიაქსიდან” „ბარსელონაში” გადავიდა. ახლა ის ნაკრებშია გამოძახებული, 4 სექტემბერს პოლონეთთან და 7 სექტემბერს იტალიასთან სათამაშოდ ემზადება. ეს ერთა ლიგის მატჩებია და დე იონგი ალბათ კმაყოფილია, რომ რამდენიმე დღით მაინც გამოაღწია იმ ქაოსიდან, რომელსაც „ბარსელონა” ჰქვია. დღეს „ბარსას” ყველაზე დიდი თავის ტკივილი, რასაკვირველია მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელთან,...
რაკიტიჩმა ბარსელონა გადაფურცლა
ექვსწლიანი კარიერის შემდეგ ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა „ბარსელონა“ დატოვა. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი „სევილიასთან“. დღეს ფეხბურთელი „ბარსას“ ბაზაზე მივიდა და ყველას პირადად დაემშვიდობა, მერე კი სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა. „ჩემთვის ძალიან საამაყო იყო ამ გუნდის მაისურის ტარება, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ფურცელი უნდა გადავფურცლო. დიდი მადლობა ყველას – ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, პერსონალს. მალე შევხვდებით“....
ნეიმარს კორონა შეეყარა
ფრანგული პსჟ-ის ვებ გვერდზე გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ესენი არიან ნეიმარი, ლეანდრო პარედესი და ანხელ დი მარია. მათ მიმართ ტარდება სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. სამეული შვებულებას კურორტ იბიცაზე ატარებდა. მათ გარდა იქ მაურო იკარდი, ანდრე ერერა და კეილორ ნავასიც იმყოფებოდნენ. მეორე სამეულთან დაკავშირებით ჯერ საგანგაშო არაფერი თქმულა,...
საუკუნის გარიგება
მილანის „ინტერის“, გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ღიად ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებითაც კლუბის მენეჯმენტი უნდა ხელმძღვანელობდეს. „ყველაფერი მარტივია – დირექტორმა მაქსიმალურად იაფად უნდა იყიდოს ფეხბურთელები და მერე მაქსიმალურად ძვირად გაყიდოს. იდეალური მაგალითია პოლ პოგბას ტრანსფერი. ის ჩვენთან, „იუვეში“ (მაროტა მაშინ ტურინში მუშაობდა) უფასოდ მოვიდა და მერე იმავე „მანჩესტერს“ 100 მილიონად მივყიდეთ. ეს ჩემს მენეჯერულ კარიერაში...
ვეინალდუმი კუმანთან
რონალდ კუმანს „ბარსელონაში“ თანამემამულის, დონი ვან დე ბეეკის გადაბირება რომ ვერ გამოუვიდა, თვალი კიდევ ერთ ნიდერლანდელს დაადგა და ახლა უკვე დიდია შანსი, ლივერპულელმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა კარიერა „ბარსაში“ გააგრძელოს. ესპანური მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანახმა. ამასთან, „ბარსელონას“ მისი გადაბირება სულ რაღაც 20 მილიონ ევრომდე დაუჯდა. ვეინალდუმს კუმანი კარგად იცნობს –...
ბაიერნი და ხორვატები
აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბაიერნთან” ერთად ხორვატი მარსელო ბროჟოვიჩის სახელსაც ახსენებენ. ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა, როდესაც „რეკორდმაისტერიდან” ტიაგო ალკანტარას წასვლაზე იწყებენ ლაპარაკს. როგორც ჩანს ხმა ბროჟოვიჩის ბავარიაში გადასვლის შესახებ ისე გავრცელდა, რომ 27 წლის ნახევარმცველს ინსტაგრამზე პოსტის დადება მოუხდა. მან თავისი ახლანდელი გუნდის, „ინტერის” გულშემატკივრებს მიმართა: „ძვირფასო „ნეროაძურის” ფანებო. ჩვენი კლუბის სიყვარულით ბოლო კვირების...
ეს რა ფონტია?
„ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ ვიკტორ ფონტი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. ის, ცხადია, ახლანდელ პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს ყველაფერში კრიჭაში უდგას, მათ რიცხვში ლეო მესის გაყიდვის საკითხში. ფონტი ამბობს, რომ ბარტომეუ ვალდებულია პატივი სცეს არგენტინელ სუპერვარსკვლავს და კლუბიდან უპრობლემოდ გაუშვას. გუშინ, მესის მამა და იმავდროულად წარმომადგენელი ხორხე მესი როსარიოდან ბარსელონას გაემგზავრა, სადაც შვილის...
დინამოს წილისყრა წყალობს
თუ თბილისის „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“ ბარიერს გადალახავს, ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე ალბანური „ტეუტასა“ და ესპანური „გრანადას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამის შესახებ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა. ცნობილია ისიც, რომ „ლოკოს“ თამაში სტუმრად მოუწევს. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები 17 სექტემბერს თბილისში მოსკოვის „დინამოს“ შეხვდებიან, ხოლო ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 24 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს...









