შაბაშ! ოქროს ბურთი არ იქნება

Home კატეგორიის გარეშე შაბაშ! ოქროს ბურთი არ იქნება
შაბაშ! ოქროს ბურთი არ იქნება
Ballon d'Or 2019: Nominees, previous winners, date, India time, where to  watch and live streaming info - myKhelრაც უნდა სამწუხარო იყოს, 2020 წელს „ოქროს ბურთით“ დაჯილდოება საერთოდ არ მოხდება. შეხსენება ალბათ არ გჭირდებათ, საქართველოში „ფრანს ფუტბოლის“ ოფიციალური პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ და რეგულარულად მონაწილეობს გამოკითხვებში.
გადაწყვეტილების მიზეზები პოპულარული ფრანგული გამოცემის მთავარმა რედაქტორმა საკმაოდ ლოგიკურად დაასაბუთა.
„სპორტული პერსპექტივიდან გამომდინარე, გამარჯვებულზე შეხედულების ჩამოსაყალიბებლად საჭირო 11 თვის ნაცვლად ჩვენ ორად ორი თვე გვქონდა (იანვარი და თებერვალი). სეზონის დანარჩენი შეხვედრები შედგა ან შედგება უმაყურებლოდ, ხუთი ცვლილებით, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი დუელები კი სულაც ერთმატჩიანია. შესაბამისად, ჯილდო ვერ გაიცემა იმ წელს, როცა ფეხბურთელები არათანაბარ პირობებში არიან. თავადაც არ ვართ აღფრთოვანებულნი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ „ოქროს ბურთი“ მხოლოდ 2021 წელს დაბრუნდება,” – თქვა პასკალ ფერემ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".