
სომხურ ფეხბურთში აქამდე არნახულმა სკანდალმა ბომბივით იქუხა. მიზეზი გარიგებული მატჩები იყო, ბრალი კი ერთბაშად 58 ფუნქციონერს, მწვრთნელს, სპონსორს და ფეხბურთელს წაუყენეს…
ყველა ეს პირი რანგით მეორე დივიზიონის კლუბების – „არაგაცის“, „მასისის“, „ტორპედოს“ და „ლოკომოტივის“ წარმომადგენელია. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 58-დან 25(!) ეჭვმიტანილი უკრაინელია და არაოფიციალურად, საქმეს „ხახოლების საფეხბურთო მაფია“ დაარქვეს.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა თითოეულ ფიგურანტს სამი წლიდან სამუდამომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. 25 უკრაინელიდან 20 სწორედ სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მათ შორის ყველაზე ცნობილი ფიგურები „არაგაცის“ ფაქტობრივი მფლობელი როსტისლავ კოზარი და ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელი იური ოკული არიან. საინტერესოა ისიც, რომ ეს ტანდემი მსგავს მაქინაციებში უკრაინაშიც გამოიჭირეს, მაგრამ მაშინ სასჯელი გაცილებით მსუბუქი იყო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
