ეროვნული კოვიდისგან სუფთაა

Home აქეთურ-იქითური ეროვნული კოვიდისგან სუფთაა
ეროვნული კოვიდისგან სუფთაა
საქართველოს ეროვნული ლიგის ათივე კლუბის ყველა ფეხბურთელმა და ოფიციალურმა პირმა კორონავირუსზე პირველადი ტესტირება გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
ახლა კლუბები სავალდებულო ორკვირიან შეკრებას იზოლირებულ ბაზებზე გაივლიან. ამის შემდეგ ხელახალი ტესტირება მოხდება, ჩემპიონატის განახლება კი 25 ივნისს მესამე ტურის შეხვედრებით იგეგმება.
ტესტირება გაიარეს ჩემპიონატის მომსახურე მსაჯებმაც და ახლა ისინი ლაგოდეხის ბაზაზე ასევე დახურულ რეჟიმში გააგრძელებენ მზადებას.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".