რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ იური სიომინის წასვლაზე ისაუბრა.
იგნატიევმა სიომინის განწყობასთან ერთად ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველიაც ახსენა.
„სიომინი ნორმალურ განწყობაზეა – ის მყარი და რკინის ნებისყოფის კაცი არის, მისი გატეხვა ძალიან რთულია. მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია.
ჩვენ რეგულარულად ვეხმიანებით ერთმანეთს და როდესაც დავურეკავ, ან დარბის, ან ცურავს. მასთან აგარაკზე ახლა კვირკველიაც ვარჯიშობს.
ტერიტორია ამის საშუალებას აძლევს. ყოველ მეორე დღეს მიდის მწვრთნელთან, რომელმაც პროგრამა ჩამოუწერა და ეხმარება. ესეც სიომინის ხასიათში ზის,“ – აცხადებს იგნატიევი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
