უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, „ლივერპული” ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახდება. ჩეფერინს სწამს, რომ მერსისაიდელები ტიტულს იმსახურებენ.
მართლაც, ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტისთვის, „ლივერპული” უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებდა და გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე ორად ორი მოგებაღა რჩებოდა.
მოგეხსენებათ, შემდეგ პანდემიამ პრემიერლიგის ჩემპიონატი შეაჩერა, თუმცა ერთიცაა — კლუბების თავმჯდომარეებს იმედი აქვთ, რომ ივნისში ბურთაობის განახლებას მოახერხებენ.
ისიც არაერთხელ დაგვიწერია, რომ იყო მოწოდებები, შეწყვეტილი სეზონი გაენულებინათ. მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ თუკი ასე არ მოიქცეოდნენ, მომავალი სეზონის მომზადება და გუნდების სხვადასხვა ლიგებსა თუ ევროშეჯიბრებებში გადანაწილება გაუჭირდებოდათ.
ჩეფერინი: „ვერ ვხედავ, რანაირად უნდა დარჩეს ამ სეზონში „ლივერპული” ტიტულის გარეშე. თუკი შეჯიბრება განახლდება, ძნელი დასაჯერებელია, რომ იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონობა ვერ მოიპოვოს. მესმის, თეორიულად ტიტულის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ რეალურად გუნდს წარმატებამდე ხელის ერთი გაწვდენაღა აკლია. ხოლო თუ ისე მოხდება, რომ სეზონის განახლებას ვეღარ მოვახერხებთ, მაშინ უნდა გამოვნახოთ გზა და ჩემპიონი გამოვაცხადოთ.
ერთი სიტყვით, მე ვერ ვხედავ სცენარს, რომელიც „ლივერპულის” გაჩემპიონებით არ სრულდება.
ვიცი, რომ თუ პრემიერლიგის გამარჯვებულის ბედი ცარიელი ტრიბუნების წინაშე ან პრემიერლიგის ოფისში გადაწყდება გულშემატკივრებს გული დაწყდებათ, მაგრამ მწამს, რომ ტიტულს ყველა ვარიანტში მერსისაიდელები მიიღებენ”.
იმავდროულად, ალექსანდერ ჩეფერინი და მისი ორგანიზაცია დიდი პრობლემის წინაშე დგანან. მომავალ სეზონში მათ ევროთასები აქვთ ჩასატარებელი. ამიტომაც, უეფამ ის ლიგები, რომლებმაც 2019-20 წლების ჩემპიონატისთვის ხაზის გადასმა გადაწყვიტეს, დააშინა, რომ მათ გუნდებს ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში არ დაუშვებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ჩემპიონატის გაგრძელებას ან დასრულებულად გამოცხადებას ვერავის დააძალებს.
EkipaSN-თან ინტერვიუში სლოვენიელმა თქვა: „მე თეორულად ვლაპარაკობდი. ჩვენ მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის მზად ვიქნებით, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ. ამ ეტაპზე მაინც ვიმედოვნებთ, რომ ჩემპიონატებს მოედნებზე ჩავამთავრებთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
