Breaking News

Day: March 28, 2020

No image

კრიშის ბუგატი 9,5 მილიონად

კრიშტიანუ რონალდუ და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში სრულად დააფინანსებენ პორტუსა და ლისაბონში მდებარე ორ კლინიკაში კრიტიკული მედიცინის სამი ბლოკის აღჭურვას. თითოეული ბლოკი 10 პაციენტზე იქნება გათვლილი და მათ შემომწირველთა სახელებს დაარქმევენ. ამას გარდა, რონალდუ დათანხმდა, „იუვენტუსში“ კუთვნილი 21-მილიონიანი გასამრჯელო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე 3,8 მილიონი ევროთი შეიმციროს. ყველაფრის მიუხედავად, კრიში ოპტიმისტია – საკუთარი ავტოსაჯინიბო კიდევ ერთი…

Read more

საბონისმა რა ჰქმნა

1988 წელს სსრკ-ის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა ექვსეულმა თბილისში ითამაშა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, ჩემპიონის ვინაობა ბოლო შეხვედრას უნდა გაერკვია. მოსკოვის ცსკა კაუნასის „ჟალგირისის” წინააღმდეგ! ლიტველებს კურტინაიტისი, ხომიჩუსი, იოვაიშა ჰყავდათ და ეს უკვე ზღაპრული შემადგენლობა იყო, მაგრამ მათთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ერთი ბუმბერაზი კაცი, რომლის ცოცხლად ნახვის შანსსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე სპორტის…

Read more

ტოჩი იაპონიაში ჩაკეტეს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ უცხოელ ფალავნებს ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით აუკრძალა ქვეყნის ფარგლების დატოვება. ამას გარდა, გაუქმდა საკმაოდ პოპულარული საჩვენებელი გამოსვლები, რომლებიც ბაშოებს შორის იმართება ხოლმე. ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მაისის ხაცუ ბაშოსთან დაკავშირებით. კარგ ვარიანტში, ტურნირი, ისევე როგორც მარტის ხაცუ ბაშო, უმაყურებლოდ გაიმართება, თუმცა არ არის გამორიცხული მისი საერთოდ გაუქმებაც.

Read more

ესპანეთში ზამთრის არდადეგები გაუქმდებაო

კატალონიურმა რადიომ RAC1-მა ინტერვიუ ჩამოართვა ბარსელონაში მდებარე მულტიმედიისა და კომუნიკაციათა მსხვილი ჯგუფის „მედიაპროს” აღმასრულებელ დირექტორს, ბიზნესმენს, კინოპროდიუსერს, მედიამაგნატსა და პოლიტიკოსს ჯაუმე როურესს, რომელსაც ესპანურ და მსოფლიო ფეხბურთთანაც გვარიანი შეხება აქვს. ხსენებულ ინტერვიუში საუბარი ევროპულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებას, მატერიალურ ზარალსა და შეჯიბრებების განახლება-არ განახლებასაც შეეხო. „შეწყვეტილი შეჯიბრებები უნდა დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, — თქვა როურესმა და…

Read more

მდიდარს ართმევენ, ღარიბს აძლევენ

პრემიერლიგის, ინგლისის ფეხბურთის ლიგისა და ქვეყნის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შედეგად, უმაღლესი დონის დიდხელფასიან ფეხბურთელებს დაბალი ლიგების გადასარჩენად ფულის გაღება მოუწევთ. ამბობენ, ჯამში 100 მილიონ გირვანქაზე მეტი ჩამოეჭრებათო. კონკრეტული ჯერ კი არაფერი თქმულა, მაგრამ გადახედეს საერთო სურათს და დაინახეს, რომ ბობოლა კლუბებში ამ ეტაპზე საშინელი არაფერი ხდება, დაბალი ლიგები კი შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ….

Read more