1988 წელს სსრკ-ის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა ექვსეულმა თბილისში ითამაშა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, ჩემპიონის ვინაობა ბოლო შეხვედრას უნდა გაერკვია. მოსკოვის ცსკა კაუნასის „ჟალგირისის” წინააღმდეგ! ლიტველებს კურტინაიტისი, ხომიჩუსი, იოვაიშა ჰყავდათ და ეს უკვე ზღაპრული შემადგენლობა იყო, მაგრამ მათთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ერთი ბუმბერაზი კაცი, რომლის ცოცხლად ნახვის შანსსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე სპორტის…
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მიითვალა „ინდიანა პეისერსმა“, რომელმაც შინაურ არენაზე „მემფის“ 126:114 დაამარცხა და ამ საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა ამჯერად პარკეტზე წინა მატჩებთან შედარებით უფრო ცოტა დრო გაატარა. ინდიანაპოლისელთა მწვრთნელმა ჩვენებურს 7 წუთი მისცა, მაგრამ გოგა ამ მცირე დროშიც უქმად არ ყოფილა. მან 4 ქულა გააკეთა, რასაც თითო-თითო მოხსნა-დაფარებაც…
მსუბუქი ტვინის შერყევა, რომელიც გოგა ბითაძემ „ვაშინგტონთან“ დაპირისპირების დროს მიიღო უკან მოტოვებულია. იძულებითი შესვენების გამო, „ინდიანა პეისერსის“ ახალბედა ცენტრი, ბოლო 3 მატჩში გუნდს ვერ ეხმარებოდა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და გოგაც პარკეტს „ჰიუსტონთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა. 20 წლის ქართველი ცენტრი მწვრთნელს სასტარტო ხუთეულში არ დაუყენებია და ის საქმეში მეორე მეოთხედის სტარტზე ჩართო. გოგამაც უმალ 2 საჯარიმო…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes