პრემიერლიგა პრემიერლიგად და ინგლისში ქვეყნის საფეხბურთო ლიგაც არსებობს, რომლის კლუბები კორონავირუსმა მძიმე მატერიალურ დღეში ჩააგდო. სწორედ მათ და ფეხბურთელებს შორის დაიძაბა ურთიერთობა. მიზეზი გასაგებია: კლუბებს უნდათ მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირონ, რაც ამ უკანასკნელთ არ მოსწონთ. და ამ დაპირისპირების მომრიგებლად გადაწყვიტეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი გარი ნევილი გამოიყვანონ. ცხადია, საქმეში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაც არის ჩართული. ნევილი, რომელიც…
პრემიერლიგის ფეხბურთელები ხელფასების შეკვეცას და ჩამოჭრილი ფულით თავიანთივე კლუბების არამოთამაშე თანამშრომლების შენახვას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ მოწოდებას იოლად არ დათანხმდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ჯერ გასარკვევია, მართლა არ შეუძლიათ კლუბებს ყველა თანამშრომლის ხელფასის გადახდა თუ ცუღლუტობენ. არადა, მოწოდება მთავრობიდან მოდის და ისიც სულ ისმის, რომ დროა მობურთალმა მილიონერებმა პანდემიის რთულ პერიოდში ხელფასები მოიკლონ და საერთო…
პრემიერლიგის, ინგლისის ფეხბურთის ლიგისა და ქვეყნის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შედეგად, უმაღლესი დონის დიდხელფასიან ფეხბურთელებს დაბალი ლიგების გადასარჩენად ფულის გაღება მოუწევთ. ამბობენ, ჯამში 100 მილიონ გირვანქაზე მეტი ჩამოეჭრებათო. კონკრეტული ჯერ კი არაფერი თქმულა, მაგრამ გადახედეს საერთო სურათს და დაინახეს, რომ ბობოლა კლუბებში ამ ეტაპზე საშინელი არაფერი ხდება, დაბალი ლიგები კი შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ….
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes