ტექსტური და ვიზუალური ინფორმაცია, რომელსაც აქ გთავაზობთ, „სანიდან” არის. ინგლისური გამოცემა წერს, რომ „ჩელსისა” და „ტოტენჰემის” ლონდონური დერბის (2:1) შემდეგ, მეტოქე ფანებმა ერთმანეთზე გაიწიეს. ეს, ქუჩებში დაკიდებულ ვიდეოკამერებს დაუფიქსირებია. კადრების მიხედვით, ინგლისის დედაქალაქის მდიდრულ რაიონში დიდი ლეწვა უნდა ამტყდარიყო, მაგრამ…
„სანმა”, „სფურზის” ფანები თვითონ „სფურზივით” ყოფილან, „ჩელსის” ხალხის გარშემო იცეკვეს, იხტუნეს, მაგრამ მეტი ვერაფერი გაბედეს და საბოლოოდ, ღვთის მადლით, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდაო. რაც შეეხება კლიპს (რომელსაც ჩვენც გთავაზობთ), ბენი ჰილის შოუს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე საფეხბურთო ხულიგნების დოკუმენტურ ქრონიკებსო.
სოციალურ ქსელებში კი ხალხმა ხალისი დაიწყო. ზოგმა თქვა, ალბათ ფანების ჩხუბის სცენას იღებდნენ და ეს დუბლი ძალიან ქალაჩუნურად გამოუვიდათო; ზოგიც ყოველგვარი იუმორის გარეშე აღშფოთდა, ამ არიფებმა (muppets) ერთი მაინც როგორც ვერ მოსდეს ვინმესო; სხვამ, სამი საათიც რომ ეცლიათ, იქნებ რომელიმეს დაერტყაო.
ერთი სიტყვით, მართალია ინგლისში საფეხბურთო ხულიგნობას ებრძვიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა და ნახეს უნარები დაგვიკარგავსო, მთელი ქვეყანა აღშფოთდა. ეს, მართლაც რა დრო დადგა, ბიჭები მუშტს ვეღარ იქნევენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
