სულ 38 წუთი დასჭირდა ხოსეპ გვარდიოლას „სიტის“, რომ ოლე-გინარ სულშერის „მანჩესტერისთვის“ მისსავე „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო 23 წელიწადში უმწვავესი ალიყური აეწნა. ნორვეგიელი მწვრთნელი მოხსნასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, კლუბიდან გაშვება ტკბილ სიზმრად მოეჩვენოს. სულშერს სერიოზული პრობლემები შეექმნა მისსავე სამშობლოში. როცა 2018 წელს ნორვეგიის საგადასახადოში დეკლარაცია წარადგინა, „მანიუსთან“ მსუყე კონტრაქტი ჯერ არ ჰქონდა...
ჩვენი ხავი ჩვენთან
კატალონიური „ბარსელონა“ რომ ერნესტო ვალვერდეს დაემშვიდობება, გადაწყვეტილი ამბავია. მის წინააღმდეგ დირექტორატი, გუნდი და ქომაგები ერთხმად არიან განწყობილნი. ვალვერდეს ბარსელონური კარიერა საბოლოოდ დიეგო სიმეონემ დაასამარა. არაბულ საემიროებში გამართულ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბარსა“ თითქმის მთელი თამაში ტოტალურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბოლო მონაკვეთში სიმეონემ ცვლილებები განახორციელა, გუნდი თავხედურ 4-2-4-ზე გადააწყო და მრისხანე მეტოქე 3:2 მოგუდა. ვინ შეცვლის ვალვერდეს?...
ეგებ კევინმა უთხრა თავის თავს
რის გამო ვილაპარაკოთ? რა მოგითხროთ ამ გაქანებული ქეიფების შემდეგ? მოდით, ვთქვათ, კაცის მოსვლასა და წასვლაზე – ახალი წლის ყველაზე მეტად ხმაურიან ამბავზე. ევროპაშიც გვარიანად მოულხინეს ამ უქმეებზე. პრინციპში, იქ მოულხინეს, თუ მოულხინეს. ფეხბურთელებს ღიპები დაედოთ. გერმანელებმა თითქოს სამუდამოდ შეწყვიტეს თამაში. ევროპის საშუალო გუნდები თბილ კუნძულებზე გაიკრიფნენ უჯიგრო ტურნირების სათამაშოდ. იტალიელებმა და ესპანელებმა მხოლოდ გასულ კვირას...
ლებრონმა ჯორდანი უკან მოიტოვა
„დალასთან“ მატჩამდე „ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი კარიერის მანძილზე თამაშიდან ჩაგდებული ბურთების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს ოდენ 10 ზუსტი ტყორცნით ჩამორჩებოდა. მაიკლმა 12 192 ბურთი ჩააგდო. ლებრონმა დასახული გეგმა გადაჭარბებით შეასრულა და „დალასს“ თამაშიდან 14-ჯერ ჩაუგდო. ჯამში მისმა მონაგარმა 35 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი შეადინა, „ლეიკერსმა“ კი 129:114 იმარჯვა. ლებრონმა ჯორდანდ კი გადაუსწრო, თუმცა ყველა...
ევროპა ხურდება
შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში გრძელდება კაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი. გუშინ საქმეში B,D და F ჯგუფის გუნდები ჩაერთნენ. ვენაში გაიმართა B ჯგუფის დრამატული მატჩი მაკედონიასა და უკრაინას შორის. მისი ბედი ფრანგული „ნანტის” მაკედონიელმა ვარსკვლავმა კირილ ლაზაროვმა გადაწყვიტა. ლაზაროვმა უკრაინელებს შეხვედრის ბოლო წამებზე გაუტანა გამარჯვების გოლი — 26:25. „კარგი თამაში გამოვიდა, თუმცა ერთ ქულას მაინც ვიმსახურებდით. ახალგაზრდული,...
დღეს საქართველო იტალიას ხვდება
იტალიის ქალაქ ბენევენტოში დაიწყო ხელბურთელ კაცთა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ თანაბრად შევაფასებდით, საქართველოს ნაკრებმა წააგო რუმინეთთან — 24:29. მეორე შეხვედრაში, ტურნირის მასპინძლებმა და კოსოვომ ითამაშეს ფრედ — 26:26. დღეს, კოსოვო რუმინეთს ხვდება, ხოლო საქართველო იტალიას. შეგახსენებთთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას ერთი გუნდი გააგრძელებს. იმის თქმა, რომ რუმინელებს ვჯობდით და...
საქველმოქმედო ჯარიმა
ავსტრალიაში ხანძრები ისევ ბობოქრობს და ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება ალმოდებულ კონტინენტს. ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ATP -ის თასის გათამაშებაში მოწოდებულ თითოეულ ეისზე 100 დოლარს გადარიცხავენ ხანძრებთან ბრძოლის ფონდში. ამ სახის ქველმოქმედებაში შეძლებისდაგვარი წვლილი ქართველმა ჩოგბურთელებმაც შეიტანეს, თუმცა უფრო შორს წავიდა შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი: “მივფრინავ ულამაზეს ავსტრალიაში და გული მიკვდება ახალი ამბების კითხვისას, როცა წარმოვიდგენ, რა...
ტოჩი ნულიდან იწყებს
12 იანვარს იაპონიაში 2020 წლის პირველი – ხაცუ-ბაშო აიღებს სტარტს. ტურნირის დაწყებამდე ტრადიციულად გამოქვეყნდა სუმოს ელიტის ახალი რანგირება. ჩვენი ლევან გორგაძე სულ ცოტა ხნის წინ ოძეკის (ჩემპიონის) ტიტულს ატარებდა. რამდენიმე მარცხიანი ბაშოსა და ქრონიკული ტრავმების გამოისობით, ჩვენებურმა ჯერ ოძეკის, მერე კი სეკივაკეს ცოტა უფრო მოკრძალებული ტიტულიც დაკარგა. ლევანი ხაცუ-ბაშოს მე-6 მაეგაშირას რანგში ხვდება, რაც ფაქტობრივად,...
ისევ მარტო…
იმედი ბოლოს კვდებაო… „ბასკონიას“ კალათბურთელებს და გულშემატკივრებს ახლა ისე სჭირდებათ ამ ფრაზის ჭეშმარიტება ირწმუნონ, როგორც არასდროს. ანდალუსიური კლუბი მართლაც რომ კრიზისულ მდგომარეობაშია, რაზეც ევროლიგის რეგულარული გათამაშების მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებიც თვალნათლივ მეტყველებს. კი, აქა-იქ ხმაურიანი გამარჯვებებიც გამოერევა და ამის დასადასტურებლად გონების დაძაბვა ნამდვილად არ დაგვჭირდება. ახლახანს იყო თორნიკე შენგელიას დიდებული გარჯის წყალობით „ბასკონიამ“ „ბარსელონა“ რომ...
ჩვენ მხდალები ვყოფილვართ!
ავსტრიაში, ნორვეგიასა და შვედეთში დაიწყო ხელბურთელ კაცთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრება 26 იანვრამდე გასტანს. პირველ ეტაპზე გუნდები 6 ოთხგუნდიან ჯგუფად არიან დაყოფილები. თითო ჯგუფის ორ-ორი გამარჯვებული გადავა მეორე ეტაპზე, რომელსაც მთავარი ეტაპი ჰქვია. მთავარ ეტაპზე შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი: A,B და C ჯგუფელი პირველ-მეორეები შექმნიან I ჯგუფს, ხოლო D,E და F ჯგუფელი...









