დღე: იანვარი 10, 2020

Home 2020 იანვარი 10 (პარასკევი)
საქველმოქმედო ჯარიმა
ჩანაწერი

საქველმოქმედო ჯარიმა

ავსტრალიაში ხანძრები ისევ ბობოქრობს და ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება ალმოდებულ კონტინენტს. ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ATP -ის თასის გათამაშებაში მოწოდებულ თითოეულ ეისზე 100 დოლარს გადარიცხავენ ხანძრებთან ბრძოლის ფონდში. ამ სახის ქველმოქმედებაში შეძლებისდაგვარი წვლილი ქართველმა ჩოგბურთელებმაც შეიტანეს, თუმცა უფრო შორს წავიდა შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი: “მივფრინავ ულამაზეს ავსტრალიაში და გული მიკვდება ახალი ამბების კითხვისას, როცა წარმოვიდგენ, რა...

ტოჩი ნულიდან იწყებს
ჩანაწერი

ტოჩი ნულიდან იწყებს

12 იანვარს იაპონიაში 2020 წლის პირველი – ხაცუ-ბაშო აიღებს სტარტს. ტურნირის დაწყებამდე ტრადიციულად გამოქვეყნდა სუმოს ელიტის ახალი რანგირება. ჩვენი ლევან გორგაძე სულ ცოტა ხნის წინ ოძეკის (ჩემპიონის) ტიტულს ატარებდა. რამდენიმე მარცხიანი ბაშოსა და ქრონიკული ტრავმების გამოისობით, ჩვენებურმა ჯერ ოძეკის, მერე კი სეკივაკეს ცოტა უფრო მოკრძალებული ტიტულიც დაკარგა. ლევანი ხაცუ-ბაშოს მე-6 მაეგაშირას რანგში ხვდება, რაც ფაქტობრივად,...

ისევ მარტო…
ჩანაწერი

ისევ მარტო…

იმედი ბოლოს კვდებაო… „ბასკონიას“ კალათბურთელებს და გულშემატკივრებს ახლა ისე სჭირდებათ ამ ფრაზის ჭეშმარიტება ირწმუნონ, როგორც არასდროს. ანდალუსიური კლუბი მართლაც რომ კრიზისულ მდგომარეობაშია, რაზეც ევროლიგის რეგულარული გათამაშების მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებიც თვალნათლივ მეტყველებს. კი, აქა-იქ ხმაურიანი გამარჯვებებიც გამოერევა და ამის დასადასტურებლად გონების დაძაბვა ნამდვილად არ დაგვჭირდება. ახლახანს იყო თორნიკე შენგელიას დიდებული გარჯის წყალობით „ბასკონიამ“ „ბარსელონა“ რომ...

ჩვენ მხდალები ვყოფილვართ!
ჩანაწერი

ჩვენ მხდალები ვყოფილვართ!

ავსტრიაში, ნორვეგიასა და შვედეთში დაიწყო ხელბურთელ კაცთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრება 26 იანვრამდე გასტანს. პირველ ეტაპზე გუნდები 6 ოთხგუნდიან ჯგუფად არიან დაყოფილები. თითო ჯგუფის ორ-ორი გამარჯვებული გადავა მეორე ეტაპზე, რომელსაც მთავარი ეტაპი ჰქვია. მთავარ ეტაპზე შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი: A,B და C ჯგუფელი პირველ-მეორეები შექმნიან I ჯგუფს, ხოლო D,E და F ჯგუფელი...

ბარსელონა გაVARდა
ჩანაწერი

ბარსელონა გაVARდა

„ბარსელონას” „ატლეტიკოსთან” ცუდად არ უთამაშია, მაგრამ მაინც დამარცხდაო, ასე წერს თავად კატალონიური პრესა. მადრიდელებს კი ყოჩაღ! მართალია, მეორე ტაიმის მეოცე წამზე კოკეს დარტყმით ანგარიში გახსნენს, მაგრამ შემდეგ ორი გაუშვეს — ლეო მესიმ და ანტუან გრიზმანმა გაუტანეს; 62-ე წუთზე „ბარსასთან” ჩამორჩენა კი შემოსატრიალებლად ურთულესი საქმეა. ამის მიუხედავად „ატლეტიკო” არ დანებდა: 81-ე წუთზე მორატამ პენალტი გაიტანა, ხოლო...