„ვესტ ჰემის” ვარსკვლავმა მაიკლ ანტონიომ, შობა დღეს, 210 ათას გირვანქად ღირებული „ლამბორგინი” მავანი მოქალაქის ღობეს მიალეწა. ანტონიო არის 29 წლის, ხოლო კია როსინა, რომელმაც ის-ის იყო სადილი გააწყო და დედასთან ერთად სუფრას უნდა მიჯდომოდა, ოცის. ეს ამბავი სამხრეთ ლონდონში მოხდა, საღამოს შვიდის ნახევარზე.
კომიკური კი ისაა, რომ პრემიერლიგის მოთამაშე თოვლის კაცის კოსტიუმში იყო გამოწყობილი. იმ დღეს, რამდენიმე საათით ადრე, მან ასეთი ჩაცმულობით ფოტოც გადაიღო და „ინსტაგრამზე” დადო.
„ის-ის იყო სადილად უნდა დავმსხდარიყავით, რომ საშინელი დაჯახების ხმა გავიდე. გარეთ ორი ნაგვის ბუნკერი იყო, ორივე აგურის და ორივე სადღაც გაფრინდა”, — თქვა კია როსინამ.
დედამისი კი გულისხმიერი ქალი გამოდგა.
„პირველ რიგში მას (მაიკლ ანტონიოს) მოვხვიე ხელი. ვღელავდი რამე ხომ არ მოუვიდა, მეთქი. შემდეგ ყველაფერი გამოვიძახე: პოლიცია, სახანძრო, სამაშველო სამსახური. საქმე ის არის, რომ მანქანა ბოლავდა და ვშიშობდი არ აფეთქებულიყო. მერე ის ტელეფონზე უყვიროდა ვიღაცას. ეჩხუბებოდა, ნუ მიმეორებ, რომ შტერი ვარ. ახლა კი არ უნდა მლანძღავდე, იმას უნდა მეკითხებოდე, როგორ ვარო”.
ავარიიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ ანტონიომ „ვესტ ჰემისა” და „კრისტალ პალასის” შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „კრისტალ პალასმა” მოიგო 2:1.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
