
კიდევ ერთი ქართველი ხელბურთელი გადავიდა საფრანგეთში სათამაშოდ. „მონპელიეს” მარჯვენა ინსაიდის გიორგი ცხოვრებაძის გზას ამჯერად 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძეც გაჰყვა.
კალანდაძე თბილისის „პეგასში” თამაშობდა. ასაკის მიუხედავად მან საქართველოს ყველა ნაკრებში მოასწრო თამაში, ეროვნულის ჩათვლით.
ნიკოლოზ კალანდაძის ახალ კლუბს „შამბერი”, სრულად კი „შამბერი სავუა” ჰქვია. ის საფრანგეთის 2001 წლის ჩემპიონია; თერთმეტჯერ იყო მეორე ადგილზე; ხუთჯერ (ბოლოს 2014 წელს) ფლობდა ქვეყნის თასს.
ფრანგული კანონმდებლობის თანახმად მოთამაშეს მთავარ გუნდში თამაშის უფლება 18 წლამდე არ აქვს. ესეც არ იყოს, ბუნებრივია, რომ ფრანგულ კლუბში ქართველ ყმაწვილს დიდი საკლუბო ხელბურთისთვის თანდათანობით მოამზადებენ. ამიტომ, ნიკა ამ ეტაპზე „შამბერის” სარეზერვო გუნდთან ერთად რიგით მესამე, ნაციონალ 1 დივიზიონში გამოვა.
ნიკოლოზ კალანდაძის სიმაღლეა 197 სანტიმეტრი. ამპლუით ის გამთამაშებელი ან მარცხენა ინსაიდია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
