ესპანეთის ჩემპიონატი ხმაურით დაიწყო: „ბილბაომ” „ბარსელონას” მოუგო – 1:0. ბასკთა გამარჯვება არიც ადურისის მაკრატელა გოლმა დაამშვენა. ამ გოლს დამატებითი ეფექტიც ჰქონდა: ის შეხვედრის 89-ე წუთზე გავიდა, წერტილი დასვა!
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე წაგების შესახებ „ბლაუგრანას” ვეტერანმა მცველმა ჟერარდ პიკემ ილაპარაკა. მან თქვა, რომ მეტოქემ მის გუნდს ჯანით აჯობა, შეხვედრის ბედი კი დეტალებმა განაპირობა და.
„სან მამესზე თამაში ყოველთვის ძნელია, — თქვა პიკემ, — დღეს ინიციატივა ჩვენს ხელში არ იყო. მეტოქემ შეგვბოჭა, რაც იმიტომ მოახერხა, რომ ფიზიკურად გაცილებით უკეთ იყო მომზადებული.
მართალია, რომ მეორე ტაიმში „ბილბაო” ისეთი ვეღარ იყო, როგორც პირველში და უპირატესობას უფრო ჩვენ ვფლობდით, მაგრამ ყველაფერს დეტალები წყვეტს. 89-ე წუთზე ბურთი აუტში გადავაგდეთ. შემდეგ, როდესაც მეტოქემ ეს აუტი გაათამაშა, შევცდით… ერთი სიტყვით, ხანდახან მოგება-წაგებას ესა თუ ის წვრილმანი წყვეტს და ამ შემთხვევაში ჩვენც სწორედ ასეთი წვრილმანის გამო წავაგეთ.
მომავალში უკეთ ვითამაშებთ. ჯობდა დღეს წაგვეგო, ვიდრე სეზონის ბოლოს. ლა ლიგა ისეთი შეჯიბრებაა, რომელიც ამჩნევს, როდის ვერ ხარ კარგ ფორმაში და დაუყოვნებლივ შენს აგიდგილს გიჩენს.
ჩვენ სეზონისწინა სამზადისს ახლა მოვრჩით. გუნდში ახალი ხალხი გვყავს. ხდება ხოლმე, როდესაც თამაშისთვის ემზადები, მაგრამ დაიწყება შეხვედრა და ის სულაც არ მიდის ისე, როგორც შენ ისურვებდი. ვიმეორებ, მეტოქემ ძლიერ შეგვავიწროვა. ვცდილობდით შეძლებისდაგვარად უშეცდომოდ გვეთამაშა… მეტი წილი საკუთარ ნახევარზე გავატარეთ, მაგრამ „სან მამესზე” ამას უნდა ელოდო”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
