30 წლის ალექსის სანჩესმა ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” უხმაუროდ წასვლაზე უარი თქვა. ჩილელმა თავდამსხმელმა, რომელსაც „ოლდ ტრეფორდზე” კვირაში 505 000 გირვანქას უხდიან, „რომაში” მისი გადაბარგების პროცესი შეაჩერა. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს ოლე გუნარ სულშერს სანჩესი აღარ სჭირდება. ნორვეგიელმა მწვრთნელმა გარკვევით თქვა, რომ უმალ მარკუს რეშფორდს, ანტონი მარსიალსა და მეისონ გრინვუდს ათამაშებს, ვიდრე სანჩესს.
„რომა” კი მზად იყო კალაპოტიდან ამოვარდნილი ვეტერანი იჯარით აეყვანა, მაგრამ როგორც ჩანს ამ საქმიდან არაფერი გამოვა.
არადა, „იუნაიტედისთვის” ნამდვილი შვება იქნებოდა: ჩილელი, რომელსაც ორთავა კუნთის ტრავმა აწუხებს, იტალიის დედაქალაქში იმ პირობით გადადიოდა, რომ იქაური კლუბი მანჩესტერულს მისი ვეებერთელა ხელფასის გადახდაშიც შეეხიდებოდა.
ინგლისურ პრესაში წერენ, რომ ახლა „რომა” „ჩელსისგან” მიჩი ბატშუაის გადაბირებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესის დაღმასვლა 2018 წლის იანვრიდან დაიწყო, მას მერე რაც ის „არსენალიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. ფორვარდი, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 130 თამაში აქვს ჩატარებული, „იუნაიტედის” შემადგენლობაში 32-ჯერ გამოჩნდა და სულ 3 გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
