მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ ვილაში, რომელიც ერთმა ჩოგბურთელმა გოგონამ გასართობად დაიქირავა, წვეულება მოაწყო და მეგობრები დაპატიჟა, 16 წლის რუსი სპორტსმენი გარდაიცვალა.
მისი ვინაობა უცნობია. ყოველ შემთხვევაში მედიაში სახელი არ გახმაურებულა, მაგრამ დაიწერა რომ თინეიჯერი იყო და არავინ იცის წინ რა საჩოგბურთო კარიერა ელოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 წლის ჩოგბურთელი, მეგობრის მიწვევას დათანხმდა, წვეულებაზეც მივიდა, ორი ჭიქა შამპანური დალია და შემდეგ იქ მყოფთ განუცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დასაძინებლად წავიდა. მეგობრებიც არ შეეწინააღმდეგნენ. დილით კი ნაქეიფარ-ნაბახუსევმა თინეიჯერმა ჩოგბურთელებმა მეგობრის გაღვიძება რომ სცადეს შემზარავი სურათი დახვდათ – მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.
16 წლის გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა. საგამოძიებო ორგანოები, თინეიჯერი ჩოგბურთელის სიკვდილის მიზეზად მწვავე ინტოქსიკაციას მიიჩნევენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
