ბავშვმაც კი იცის ვინ არის ლეონარდო დი კაპრიო… ლოს-ანჯელესში დაბადებულ მსახიობს ბევრ ფილმში უთამაშია, თუმცა კინოს მოყვარულთ და ზოგადად ხალხს დიკაპრიოს ხსენებაზე ალბათ უპირველესად ფილმი „ტიტანიკი“ და არაჩვეულებრივი მელოდია My heart will go on გაახსენდება, რომელსაც კანადელი მომღერალი სელინ დიონი ასრულებს.
44 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავის და კინოპროდიუსერის სამსახიობო ნიჭიერებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ აი, სპორტული მონაცემ-შესაძლებლობებისა რა გითხრათ. მოკლედ, დი კაპრიომ, მოცალეობის ჟამს გადაწყვიტა თავი პლიაჟის ფრენბურთის თამაშით შეექცია, რაც არც ისე კარგად გამოუვიდა.
წაგება წაგებად და დი კაპრიომ ერთერთ ეპიზოდში მოწინააღმდეგის დარტყმულ ბურთზე რეაქცია ვეღარ მოასწრო და ის პირდაპირ სახეში მოხვდა…
აშკარაა, რომ ლეონარდო დი კაპრიოს გადასაღებ მოედნებზე თამაში გაცილებით უკეთ გამოსდის. ისე, მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარი მხოლოდ 2016 წელს ეღირსა (ფილმისთვის „გადარჩენილი“).

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
