მონეტა კვერცხებით შეცვალეს

Home კატეგორიის გარეშე მონეტა კვერცხებით შეცვალეს

აღდგომა უკვე გადავლილი იყო, მაგრამ ორშაბათს ბულგარეთის ჩემპიონატში არბიტრმა ივაილო სტოიანოვმა ფეხბურთელებს დღესასწაული ორიგინალურად მიულოცა.

შეხვედრის სტარტზე არბიტრს მონეტა არ აუგდია. ამის ნაცვლად კაპიტნებს სააღდგომო კვერცხები გადასცა: მასპინძელი პლოვდივის „ბოტევის“ კვერცხი საკლუბო ყვითელ ფერში იყო შეღებილი, სოფიის ცსკა-ს კი წითელში.

მეორე დარტყმით მეტოქის კვერცხი პლოვდიველთა კაპიტანმა გატეხა და შეხვედრაც მასპინძლებმა დაიწყეს. საფინალო ანგარიშიც მათ სასარგებლოდ იყო – 2:0.