
ვინ იყო ჯეიმს კეჰილი გუშინ? მიუხედავად ერთი ხმაურიანი გამონათებისა, 23 წლის ჩვეულებრივი ბიჭი, მოყვარული სნუკერისტი, ვინაც საძმო-სამეგობროში და ეგებ, მშობლიურ ბლექპულშიც ყველაზე მაგრად იყენებს კიის. მსგავსი მარიფათის ათასობით არიან ამქვეყნად.დღეს კი ჯეიმს კეჰილი ერთბაშად დიდების ზენიტში აღმოჩნდა – ახალბედამ თვით რონი ო’ სალივანი შემუსრა, განუმეორებელი რონი ო’ სალივანი და ამით ისტორიაც გადაწერა…კეჰილს საინტერესო ისტორია აქვს: ჩვიდმეტი წლის პროფესიონალი გახდა და მომდევნო ოთხი წელი ამ რანგით ასპარეზობდა, მაგრამ 2017 წელს Q Schooll ტურნირი ჩააგდო და პროფესიონალის სტატუსს დაემშვიდობა. მის ადგილზე ბევრი ხელს ჩაიქნევდა, მაგრამ ჯეიმსი არ დანებდა და შარშან ბრიტანეთის პირველობაზე სენსაციურად მარკ სელბის სძლია. სელბი მაშინ მსოფლიოს პირველი სნუკერისტი გახლდათ, მასთან მოგებამ კი კეჰილს საშუალება მისცა კვლავ პროფესიონალი გამხდარიყო, ოღონდ, დებულებით ძველ სტატუსს მომავალ წელს თუ აღიდგენს, მანამდე კი ჩვეულებრივ მოყვარულად ითვლება. კეჰილიც სწორედ ამ შედეგით შევიდა ისტორიაში – მოყვარულს აქამდე არასდროს გაუღწევია მსოფლიოს ჩემპიონატის ძირითად ბადეში.
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
