თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის წლის პირველი გამოცდა ანრი დელგანის სახელობის გრან-პრი იყო, რომელსაც ფრანგულმა ნიცამ უმასპინძლა. ჩვენი ნაკრების წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა ჯამში 9 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: ოთარ გოგავა (-57 კგ.), ბექა ლომთაძე (-61), ზურაბ იაკობიშვილი (-70) და დავით ხუციშვილი (-79). ტარზან მაისურაძემ (-86) კი მხოლოდ ფინალი დათმო.
კიდევ ოთხი ჩვენებური კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა: ლაშა ლომთაძე (-57), მურად ერბოწონაშვილი (-74), მამუკა კორძაია (-97) და როლანდ ანდრიაძე (-125).
ბუნებრივია, გუნდური პირველი ადგილი და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუილ მაკრონის პრიზიც საქართველოში მოემგზავრება. ჩვენებმა გუნდურ ჩათვლაში უშაბსოდ მოიტოვეს უკან გერმანიისა და ბელორუსის ნაკრებები.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?