რონალდუმ, მიჭირს და მადროვეთო

Home აქეთურ-იქითური რონალდუმ, მიჭირს და მადროვეთო
რონალდუმ, მიჭირს და მადროვეთო

 

შარშანდელი ამბავია, ესპანურმა სასამართლომ კრიშტიანუ რონალდუ გადასახადებისთვის თავის არიდებაში დამნაშავედ რომ სცნო.

მაშინ პორტუგალიელმა აღიარა, შემეშალა და ხაზინას 14,7 მილიონი ნამდვილად დავაკელიო.

ციიცო! – სასამართლომ და ჯარიმად 18,8 მილიონი ევროს გარდა ორწლიანი პირობითიც მიუსაჯა.

ეტყობა, ტურინულმა ფულმა სულზე მიუსწრო რონის – 15,3 მილიონი უკვე გადარიცხა და შეუთვალა, დარჩენილ 3,5 მილიონსაც დღე-დღეზე გაახლებთო.