მონღოლთა ანტიქართული შეთქმულება

Home სიახლეები მონღოლთა ანტიქართული შეთქმულება
მონღოლთა ანტიქართული შეთქმულება

აკი გუშინაც ვწერდით: მოსალოდნელი იყო, რომ მონღოლი ჰაკუჰო თანამემამულე კაკურიუს იმპერატორის თასისკენ მიმავალ გზაზე არ გადაეღობებოდა.

მხოლოდ ბაშოს მოგებაშიც არ არის საქმე – ლევანს ამ მოგებით იოკოძუნას ტიტულამდე ცოტაღა დარჩებოდა, იერარქიის უმაღლესი საფეხური კი სწორედ მონღოლებს აქვთ პრივატიზებული.

უნდათ, ახლა, ამათ ქართველი?!

მოკლედ: იმპერატორის თასი კაკურიუს დარჩა, ტოჩინოშინი კი მეორეა.

ქართველმა გოლიათმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და ივლისის ბაშოზე უკვე ოძეკის ტიტულით გავა.

ტიტულის მატება მისი ანაზღაურების გაორმაგებასაც ნიშნავს.

დანარჩენიც მოვა, ჩვენი მაქსიმალიზმი კი სავსებით გასაგებია – ლევანის მონდომებამ მონღოლური კედელი ჯერ ბოლომდე ვერ გაიტანა.