საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • გაიგე?
  • რა?
  • გაზა გამოწერილა.
  • საიდან?
  • ლოთობის გადამჩვევი ცენტრიდან.
  • იქ რა უნდოდა?
  • ლუდის სმას გადააჩვიეს.
  • ლუდის სმას რა გადაჩვევა უნდა?
  • ნდომებია, ხომ ხედავ?
  • მაშინ, მთელი ჩვენი ქვეყანა იქ უნდა მოგვათავსონ.
  • ეჰ, იტყვი რაღა. სად ჩვენ და სად ისინი.
  • რა ამბავში?
  • კაი ბიჭობის ამბავში.
  • ჰო, მართალი ხარ, ჩვენი კაცობის უროვენი სხვაა.
  • იმათ მარტო თამაში იციან.
  • ჩვენ კიდევ გაგება გვაქვს.
  • მა რა? ქალაქელი ხალხი ვართ, ეგ შენი გაზა კიდევ გორსალაა.
  • პაჰ, პაჰ, პაჰ, მე მაგის გვერდზე არ ვითამაშებდი.
  • ეგ რატომღა?
  • ქაჯია. ქალაქელობის არაფერი სცხია.
  • მამენტ, რამე რო იყოს, ვერ გაგიგებს?
  • ვერა, ტო. ვერაფერს ვერ გაგიგებს.
  • პატარა ლაუდრუპიც ეგრე იქნება, ვერ ხედავ, როგორი პრიჩოსკა აქვს?
  • მე ლიჩნათ, პატარა ლაუდრუპს ძაღლისუბნელი მახორკა მირჩევნია.
  • ეგ არ გამიგია.
  • იცი, რა ფუტბოლს თამაშობდა, სანამ გაფუჭდებოდა?
  • რამ გააფუჭა?
  • გაფუჭდა, რა. ტრენერმა გააფუჭა.
  • ე, ყველას ტრენერი აფუჭებს. ალბათ, კაცობაში ჩაიჭრა.
  • ვინ, მახორკა?
  • არა, ტო, ტრენერი.
  • და ბექემი როგორ ჩაიჭრა კაცობაში!
  • და ის რო იყო, რა ქვია…
  • რონალდო.
  • ჰო, რონალდოც მაგარი ჩაჭრილია.
  • როდის?
  • როდის და ფრანგებს რო ფინალი მისცა. გასაწეწი ხო უნდა გაიწეწოს?
  • მაგათ ეგ არ იციან.
  • ვახ, მე, მაგათი ბრიოლინიანი ძალათ კაი ბიჭი…
  • ჩვენები კიდე, ქალაქელი ხალხი, იჩაგრებიან.
  • და ზიდანი როგორია კაცობაში?
  • რავი, ნიჩევო ბიჭია.
  • მაინც იუჟნი კლიენტია.
  • მე იცი ვინ მაინტერესებს?
  • აბა, ვინა?
  • აი, ის ბიძა როა, აჩკებიანი. ვეჩნათ რო სიგარა უჭირავს და თეთრი თმები რო აქვს.
  • არ ვიცი, სიმონ.
  • მაგარი ბიძაა, ვეჩნათ რო დგას ბროვკასთან და რო ეწევა. ტრენერიაო.
  • აზრზე არა ვარ.
  • აი, მაგარი ბიძაა.
  • ააა, ხო, მაგას ქვია ლიპი.
  • ლიპი.
  • აბა, ჩემი ამის და იმის.
  • ეე, როგორ გამიტეხე, ეგეთ კაი ბიძას პროსტო ლიპი ქვია?
  • რავი, იქ ხო ეგრე ქვიათ.
  • ეე, მაგრა გამიტყდა.
  • ხო იცი, როგორები არიან.
  • და გაზა?
  • გაზას ძალათ კაი ბიჭი…
  • უწითლესი.
  • ფუტბოლი პირდაპირ გაიმასქნდა…
  • და ჩვენი ბიჭები?
  • ჩვენ ბიჭებს ხო ვერ უგებენ, სიმონ.

31.10.1998