დღეს შუადღისას, მიუნხენში, ზაუბერ შტრასეზე მდებარე „ბაიერნის” საწვრთნელ ბაზაზე, ვარჯიშისას დაშავდა არტურო ვიდალი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენად სერიოზულია ჩილელის ტრავმა. მოედანზე ის ფიზიოთერაპევტმა ჯანი ბიანკიმ და ფიზმომზადების მწვრთნელმა ჰოლგერ ბროიხმა გასინჯეს. დანარჩენი საფუძვლიანი კვლევების შედეგად გაიკვლევა.
„ბაიერნის” ჩილელ მეომრად შერაცხულ ვიდალს ბოლოხანს მუხლის ტრავმა აწუხებდა. 3 აპრილს, სევილიაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, რომლიც ბავარიელებმა 2:1 მოიგეს, ვიდალი 36-ე წუთზე დაშავდა და მას მერე არ უთამაშია. სამაგიეროდ, დასვენებული მონდომებით შეუდგა ვარჯიშს, რათა მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ფორმა აღედგინა, მაგრამ ბურთის დაწევა რომ მოიწადინა, როგორც ჩანს კვლავ მუხლი ამოიბრუნა.
ვიდალი გოლფის მანქანამდე ფრანკ რიბერიმ, ზემოხსენებულმა ბიანკიმ და მეკარეთა მწვრთნელმა ტონი ტაპალოვიჩმა მიიყვანეს.
სამშაბათს, 17 აპრილს, „ბაიერნს” ლევერკუზენში გერმანიის თასის ნახევარფინალური შეხვედრა ელის. 25 აპრილს ბავარიელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალს” მასპინძლობენ.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
