პეპ გვარდიოლას თქმით, ხვალ მანჩესტერულ დერბიში მისმა „სიტიმ” რომც გაიმარჯვოს და ინგლისის ჩემპიონი გახდეს, ზღვარგადასულ ზეიმს მაინც ვერ ვიხილავთ. „სიტის” გამარჯვების შემთხვევაში „ქალაქელები” პრემიერლიგის რეკორდს დაამყარებენ — გახდებიან გუნდი, რომელმაც ტიტული ყველაზე მალე მოიპოვა. გვარდიოლა გვარწმუნებს, რომ მისი ფეხბურთელები გონებით დაუყოვნებლივ „ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო თამაშზე გადაერთვებიან. „მოედანზე მოსაგებად გავალთ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს,...
გიჟების ბანდა
„ლივერპული“ – „სიტის“ სალიგო დაპირისპირებამ სრულად გაამართლა მოლოდინი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ლივერპულელები მიმდინარე სეზონში ისედაც ყველას აოცებდნენ „გიჟურად“ მონათლული ფეხბურთით. რაში მდგომარეობს იურგენ კლოპის წარმატების საიდუმლო? რაც უნდა გასაკვირი იყოს, გერმანელის ხელში გუნდის თამაში გაცილებით ლაღი და შემოქმედებითი გახდა. ეს სულაც არაა თავის ნებაზე მიშვებულ ინდივიდუალისტთა კრებული. კლოპმა ზედმიწევნით იცის ყველა შეგირდის შესაძლებლობები და თავისუფლებაც...
სად იყო ჯიმი?
გახსოვთ ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი? ჩვენ „ბოავიშტადან“ გავიცანით, რადგან მძიმე დღეში ჩააგდო თბილისის „დინამო“, მერე კი ამ ზორბა კაცმა სახელი გაითქვა „ჩელსიში“, ასევე „ატლეტიკოში“ ბევრი გოლის გატანით. ახლა გაჩნდა ინფორმაცია, ჯიმი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის „ნორთჰემპტონ თაუნიდან“ გაუშვესო. იქ გუნდს წვრთნიდა და ცუდი შედეგები ჰქონდა. გასავარდნ ზონაშია „ნორთჰემპტონი“, ჯიმი კი უმუშევარი დარჩა. მანამდე კიდევ ორ ინგლისურ...
კვირაცხოვლობამდე
ეროვნული ლიგის მე-5 ტური უხვგოლიანი ვერ გამოდგა. ჯამში მეტოქეებმა ერთმანეთს 12 ბურთი გაუტანეს. ნაკლები მხოლოდ მე-3 ტურში გავიდა (11). „ლიდერად“ კი 22 გოლიანი საწყისი ტური რჩება. პირველად წააგო ლიდერმა, „საბურთალომ“. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს აქამდე ოთხივე მატჩი მოეგოთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობდნენ. მათი დამმარცხებელი „ლოკომოტივი“ კი ბოლო ადგილზე იდგა ერთადერთი ფრით და კინკილა ქულით. რკინიგზელმა...
ბარსელონაში შოუ აკლიათ
რას არ გაიგებ: „ბარსელონას” შემდეგ სეზონში ლუკ შოუს იჯარით აყვანა უნდაო. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველი ჟოზე მოურინიუს ხელში ძირითად შემადგენლობასთან მთლად შენობით ვეღარ არის. შოუ 22 წლისაა. რატომ არ ყიდულობს „ბარსელონა” მანჩესტერელს მუდმივმოქმედი კონტრაქტით? როგორც ამბობენ, კატალონიურ კლუბს სახსრები ძირითადად „ატლეტიკოდან” ანტუან გრიზმანის გადასაბირებლად და „ლივერპულისთვის” ფილიპე კოუტინიუს თანხის გასასტუმრებლად აქვს მობილიზებული. შოუს მოურინიუ...
„შპანა“ ძლიერდება
17 დღეში ოთხი ინციდენტი — „ვესტ ჰემი”, ამსტერდამი, „ჩელსი” და „ლივერპული”. ნუთუ ინგლისურ ფეხბურთში განგაშის ზარმა დარეკა? მიმომხილველი ნილ ეშტონი ამბობს, რომ ის, რაც ხდება ინგლისელთა იმიჯისთვის კარგი ნამდვილად არ არის. ეშტონი წერს, რომ ფანებისთვის დამახასიათებელი ქცევა, ტრიბუნებზე ყვირილი და გინება, ბოლო ხანს სახიფათო საზღვარს უახლოვდება. ხულიგანთა დაჯგუფებების გააქტიურება და ჩვეულებრივი გულშემატკივრის უკანა პლანზე გადასვლა...





