ბარსამ ობელისკი დადგა

Home კატეგორიის გარეშე ბარსამ ობელისკი დადგა
ბარსამ ობელისკი დადგა

„პალმეირასის“ 23 წლის მცველი იერი მინა „ბარსელონამ“ 11 მილიონ 800 ათას ევროდ იყიდა. კოლუმბიელი ფეხბურთელი დღესვე სან პაულუდან ჩაფრინდება ბარსელონაში და ოთხწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კონტრაქტის გამოსყიდვის ფასია 100 მილიონი.

ერთი კვირის წინ „დორტმუნდმა“ 27 მილიონი შეაძლია „პალმეირასს“, მაგრამ  „ბარსა“ ბრაზილიურ კლუბს ზაფხულშივე შეუთანხმდა და მინაც ატეხილი იყო იანვარშივე „ბარსელონაში“ გადასვლაზე.

იერი მინამ – მეტსახელად „ობელისკი“ – კარიერა დაიწყო „დეპროტივო პასტოში“, გააგრძელა  „სანტა ფეში“ და 2016-ში გადავიდა „პალმეირასში“ , რომლის შემადგენლობაშიც გახდა ბრაზილიის ჩემპიონი და სეზონის სიმბოლური ნაკრებშიც შეიყვანეს.

ავტორის პროფილი

ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.