ძაღლამდე პენალტი დააკლდა

Home აქეთურ-იქითური ძაღლამდე პენალტი დააკლდა
ძაღლამდე პენალტი დააკლდა

ჩემპიონშიპის „ნოტინგემ ფორესტმა”   ასოციაციის თასიდან „არსენალი” გააგდო – 4:2 მოუგო.  მასპინძელმა ერიკ ლიხაიმ დუბლი შეასრულა – პირველი და მეორე გაიტანა –  და მესამეც რომ მიეთვალა, ცოლი ძაღლს აჩუქებდა. მე-3 და მე-4 გოლები „ნოტინგემმა” პენალტებით შეაგდო, მაგრამ ლიხაის აღარ დაარტყმევინეს.

პოლონური წარმოშობის, აშშ-ს ნაკრების მცველმა ნამატჩევს თქვა: „ცოლი შემპირდა,  ამ სეზონში ჰეთ-თრიქს  თუ შეასრულებ ძაღლს  გიყიდიო და პენალტის დასარტყმელად წავედი, მაგრამ  დევიდ ვონი მომიახლოვდა და კორექტულად – არ დავაკონკრეტებ – მითხრა,  საპენალტეს მოშორდიო”.

1908 წლის შემდეგ „არსენალმა” ქვედა დივიზიონის გუნდისგან სათასო მატჩზე პირველად გაუშვა 4 გოლი, ვენგერის ხელქვეით პირველად გამოვარდა მე-3 რაუნდიდან და  ლიხაის ცოლი კი, იმედია, ქმარს კატას მაინც აჩუქებს დუბლისთვის.