აი, სად არაა ძაღლის თავები დამარხული !

Home აქეთურ-იქითური აი, სად არაა ძაღლის თავები დამარხული !
აი, სად არაა ძაღლის თავები დამარხული !

 

„ბოკა ხუნიორსმა“ „ტრაბზონსფორიდან“  28 წლის მარცხენა მცველი ემანუელ მასი დაიმატა, რომელსაც მუხლებზე ძაღლის თავები ახატია.

მასი არგენტინაში  ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მოყვარულადაა ცნობილი.

2008-2013 წლებში თამაშობდა სან ხუანის „სან მარტინში“, მერე „სან ლორენსოში“ და შარშან დეკემბერში „ტრაბზონსფორში“ გადასულმა  არგენტინიდან თურქეთში წაიყვანა ორი პიტ ბული.

სწორედ ამ ძაღლების თავები ახატია მუხლებზე, რომლებიც ერთხელ  თურქული კლუბის მაისურებშიც გამოაწყო.