რემზიმ ნეიმარი ფასდაკლებით იყიდა

Home აქეთურ-იქითური რემზიმ ნეიმარი ფასდაკლებით იყიდა
რემზიმ ნეიმარი ფასდაკლებით იყიდა

წლეულს “პარი სენ ჟერმენმა” იყიდა ნეიმარი  222  მილიონ ევროდ, „მანჩესტერმა“ –  ლუკაკუ  85 მილიონად, აარონ რემზიმ  კი კარდიფის მდიდრულ უბანში  სახლი და ადგილ-მამული – 3 100 000 გირვანქად ისე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდა.

ნეიმარი მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელია, ხოლო რემზის სახლი უძვირესია უელსში. შეფასებული იყო 4 500 000-ად, მაგრამ „არსენალის“ ნახევარმცველმა დააკლებინა.

მამულში არის გოლფის მოედნები,  შადრევნები, აუზი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტით, და რაც მთავარია – ვერტმფრენის სადგომი. რემზი კარდიფიდან ლონდონში „არსენალის“ სავარჯიშო ბაზამდე  ფრენა-ფრენით ჩავა.