დღე: ნოემბერი 22, 2017

Home 2017 ნოემბერი 22 (ოთხშაბათი)
ცოტაცა, ცოტაცა
ჩანაწერი

ცოტაცა, ცოტაცა

შემოდგომის ტესტების ორი თამაში გადავლილია და საქართველო გამოჩნდა ხმაურით მსოფლიო გაზეთების სარაგბო ფურცლებზე. ამბავი არა მხოლოდ კანადის ბევრლელოიან ძლევასა და სოსო მათიაშვილის გაქროლებასა და ნახტომშია, არამედ, უფრო ისაა, რომ საქართველოს უელსთან  უკვე დამთავრებულ დროში ხაზთან ახლო ჯარიმით და, შესაბამისად, შერკინების მოთხოვნით და მიწოლით, ფრეს საშუალება გაუჩნდა. რახან მანამდე  ჩვენებმა უელსი ოხრად დაარჩინეს შერკინებებში, ამ ბოლო...

სიუზანის ნოსტალგია…
ჩანაწერი

სიუზანის ნოსტალგია…

თავის ფეისბუქ გვერდზე ქალთა მსოფლიოს ექსჩემპიონი სიუზან (ჟუჟა) პოლგარი ძველ კეთილ დროს იხსენებს, როცა მალიორკაზე, 2004 წლის 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას მაია ჩიბურდანიძეს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში მოუგო. დები პოლგარების ტრიოდან უფროსის მიერ ატვირთულ ფოტოზე ჩანს ნონა გაფრინდაშვილიც, რომელიც ქართველის და უნგრელის პარტიას ყურადღებით ადევნებს თვალს. უნგრელი მოჭადრაკე თავის პოსტში ქართველი ჩემპიონების მიმართ კომპლიმენტებს არ...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ეს რა გავიგე, ჩაწყობილი ყოფილაო. რა ყოფილა ჩაწყობილიო? მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჩაწყობილი ყოფილაო? ვინ თქვა? მთელმა შეგნებულმა ქართველობამ. ვის აუღია ფულიო? ბრაზილიისთვის უთქვამთ, ჩვენ უნდა მოგვცეთო, თორემ ყოფას გიტირებთო, რონალდო უარზე ყოფილა და ძალით ავად გაუხდიათ. სისულელეა. რატომ არის სისულელე, ბრაზილიის მომგები ვინ იყო? ჩამოთვლა მეზარება. ეგ კი არა, წინა შაბათს „რეალი“ – „ბარსაც“ ჩაწყობილი...

სასწაულმოქმედ სევილიელთა მწვრთნელი მძიმედ ავად ყოფილა
ჩანაწერი

სასწაულმოქმედ სევილიელთა მწვრთნელი მძიმედ ავად ყოფილა

“სევილიას” ფეხბურთელები ახალმა ამბავმა დაზაფრა: მათ არგენტინელ მწვრთნელს, 48 წლის ედუარდო ბერისოს პროსტატის კიბო ჰქონია და ოპერაციის თარიღიც უკვე დანიშნული ყოფილა. სწორედ ამიტომ ზეიმობდნენ წუხელ, ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის შეხვედრაში სევილიელი ფეხბურთელები “ლივერპულის” კარში გატანილ ყოველ გოლს განსაკუთრებით, მწვრთნელთან ერთად, ევერ ბანეგამ კი მატჩისშემდგომ ინტერვიუში საგანგებო სიტყვებიც თქვა: “გიჟური თამაში გამოვიდა. შესვენებისას (“სევილია” 0:3-ს აგებდა,...

წართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი
ჩანაწერი

წართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი

მაია აზარაშვილის ტალანტი ადრიდანვე შენიშნეს. 18 წლის გოგონა სსრკ-ის უსწრაფეს მორბენლებთან ერთად ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, თუმც პოლიტიკამ სპორტს აჯობა და ვერ წავიდა. მერე მაინც იყო ოლიმპიური კვარცხლბეკი და სხვა ბევრი დიდებული გარბენი – ბევრი მოსახვევი, რომელიც მაია აზარაშვილმა ღირსეულად გაიარა, დღეს კი ჩვენი სტუმარია და ძველ ამბებთან ერთად, ერთი ახალი ამბავიც გვითხრა… – ქალბატონო მაია,...