მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ორი ამხანაგური მატჩის შესახებ გამოაცხადა. დღეს ითქვა, რომ ჩენი ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ კვიპროსს დაუხვდება, ხოლო 13-ში, ქუთაისში, ბელორუსს უმასპინძლებს. სათქმელია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს თბილის გარეთ მეტოქეები გურჯაანში ( 1992, აზრებაიჯანთან 6:3), ბათუმში (1994 და 1997, ბრაზილიურ „პალმეირასთან“ 0:1 და მოლდოვასთან...
ასე ლიდერობენ ბარსელონები
ვერ გეტყვით რა კავშირშია კატალონიის რეფერენდუმთან და საერთოდ აქვს თუ არა პოლიტიკასთან რაიმე საერთო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის “ბარსელონა” სპორტის შვიდ სახეობაში ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს. ფეხბურთელთა გუნდი “ლა ლიგის” ცხრილის სათავეშია, შესაძლო 24-დან მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული. ხუთი ტურიდან ხუთივეში გაიმარჯვა ფუტსალის გუნდმა. დანარჩენ სახეობებში კი “ბლაუგრანა” ასე შთამბეჭდავად ვერ ლიდერობს, მაგრამ ბურთების სოლიდური...
მამაცი გული
ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების ნახევარფინალი — თბილისის „დინამო“ შინ, პირთამდე გადაჭედილ „დიდი ბელადის“ სახელობის სტადიონზე ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ მასპინძლობს. ქართველი ფეხბურთელები პირველად არიან ასეთი პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში. მეტოქე სახელიანია, ბებერ კონტინენტზე არაერთი დიდი გამარჯვება უზეიმია და ამჯერადაც მხოლოდ მოგებაზე უჭირავს თვალი. სტადიონზე მოსული ქომაგი კი მშობლიური გუნდის წარმატებაზე ოცნებობს. ოცნებას ზურგს ის...
ნონას ოქრო და რუსების გლობუსი
ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ზედიზედ მესამედ ევროპის საკლუბო ჩემპიონია. თურქულ ანტალიაში მიმდინარე შეჯიბრებაზე შვიდი ტურის შემდეგ ჩვენებმა აზერბაიჯანულ “ოლდარ იურდუს” მსგავსად 11 ქულა დააგროვეს, თუმც მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და ოქროს მედლებიც დაიმსახურეს. ქართველებმა ტურნირი მოგებით დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში მოულოდნელად “ოლდარ იურდუსთან” დამარცხდნენ და ცხრილის შუაში აღმოჩნდნენ. ამ წაფორხილებას ჩვენმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ ოთხი გამარჯვება...
ჭადრაკი და ძმანი მისნი
ჭადრაკს პიარი აღარ სჭირდება. მას თამაშობენ სკოლებში (ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამის ნაწილია) და სპეციალურად მისთვის აგებულ სასახლეებში. ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭადრაკო პროგრამების მოძალების ფონზე მინელდა, თორემ ოციოდე წლით უკან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების სახელთა ხსენების სიხშირე დიდ ფეხბურთელთა ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ჭადრაკს უმღერიან (თეიმურაზ I-ის ზმა “ნიჭად რაკი-რუკი მესმა…” გაგახსენდებოდათ, თუ არა –...
ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე
ხან ბოსკამპს დავაბრალეთ ჩვენი ფიასკო, ხან ჟირესს, ტოპმიოლერს და კუპერს. ახლა ვაისს. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ. საშა ჩივაძეზეც კი, ორჯერ მესამეზე რომ გაგვიყვანა და არც სხვები იყვნენ ხურდა ბიჭები. ჰოო, შუშაკიც იყო, ერთი ისტორიული გამარჯვების გამო ივო…ივო…ივო… მონაგარისაც მადლობლები რომ ვიქნებით, მაგრამ მაინც, ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ფეხბურთელები? მუნდიალის მონაწილე ისლანდიელებს პირისპირის ამბავში ალალად გააბითურებენ!...
ისტორიული გოლი „ვანდაზე“
„ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ისტორიაში შევიდა. ის გახდა მეტოქე გუნდის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალაშენებულ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ლა ლიგას“ შეხვედრაში მასპინძლებს გოლი შეუგდო. მადრიდელთა და ბარსელონელთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. „ატლეტიკო“ საულის გოლით 21-ე წუთიდან იგებდა, მაგრამ ურუგვაელმა 82-ე წუთზე გაათანაბრა. „მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და ფრეზე მეტს ვიმსახურედით, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს შესანიშნავად...
იუვენტუსი ორი წლის შემდეგ შეჩერდა
…როგორც ამბობენ, დასასრული ყველაფერს აქვსო და შაბათის საღამოს „იუვენტუსის“ 2-წლიანი, ძლევამოსილი, 41-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერიაც შეწყდა – „ბებერი ქალბატონი“ იტალიის მიმდინარე სერია A-ს მე-8 ტურში რომის „ლაციომ“ შეაჩერა. „იუვე“, ტურინში, ბოლოს 2015 წლის აგვისტოს მიწურულს დამარცხდა „უდინეზესთან“. მას შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატში, თასსა თუ ევროტურნირზე საშინაო მატჩი არ წაეგო. არადა, სიმონე ინძაგის გაწვრთნილ „ლაციოსთან“ მასიმილიანო ალეგრის...
მოლაპარაკე ფაქტები
„ვხედავ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, კობა იქნება ეს თუ სანდრო, პრობლემა არის ლევან კობიაშვილი. პრობლემა არის რომ ფედერაციის პრეზიდენტი არის ლევან კობიაშვილი, თორემ მათი ანალიზი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არაადეკვატურია, რაც საწყენია ასეთი კომპეტენციის ადამიანებისგან…“ – რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის სიტყვებია, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა....
დღეს ვინ მოიგებს, სიმეონ!
მსოფლიო ფეხბურთის „ხაზეინებმა“ ბოლო ოც-ოცდახუთ წელიწადში იმდენი ქნეს, რომ უმაღლეს დონეზე სულ ხუთი-ექვსი გუნდიღა თამაშობს და მათგანაც პირველმა ორმა, ძალიან რომ მოინდომოს, მეხუთეს და მეექვსეს ალბათ შეკვეთილი ანგარიშით მოუგებს. დანარჩენ დედამიწელებს კი ისღა დაგვრჩენია, ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნების კლუბებს შევხაროდეთ. მადრიდის „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ სწორედ ხსენებულ ხუთეულ-ექვსეულში შედიან და დღეს, საქართველოს დროით 22 საათსა და...









