თვე: ოქტომბერი 2017

Home 2017 ოქტომბერი
როჯერ დიდი!
ჩანაწერი

როჯერ დიდი!

როჯერ ფედერერმა ბაზელში გამართული ტურნირის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაძაბულ ბრძოლაში 6-7(5), 6-4, 6-3 დაამარცხა და მშობლიურ ქალაქში მერვე, წლეულს მეშვიდე, ხოლო კარიერაში 95-ე ტიტულს დაეუფლა. ეს ფედერერისა და დელ პოტროს 24-ე დაპირისპირება გახლდათ და 36 წლის შვეიცარიელი მაესტრო შვიდი წლით უმცროს „ტანდილელ კოშკს“ უკვე 18:6 უგებს. როჯერი გალიდერდა მიმდინარე სეზონში მოპოვებულ ტიტულთა...

ცოლებო, ჩამოდით ქმრებიდან !
ჩანაწერი

ცოლებო, ჩამოდით ქმრებიდან !

ვისი ბრალია? – იკითხა „ლუცერნის“  მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა,  როცა მიჯრით ორი მარცხის შემდეგ  გუნდს ცხრილის ბოლოში მიაგნო. ცოლების! – უპასუხა მანვე  კითხვას ისე, რომ მიზეზის მისგანებად რაფაელ ბენიტესივით ბლოკნოტში ქექვა არ დასჭირვებია. ბაბელი ფეხბურთელების გასავათებას  მათ  ქალფრენდებს აბრალებს, კაცები ცოტა ხნით დაასვენეთო. „მომდევნო მატჩისთვის ძალიან მოკლე დროში ასი პროცენტით უნდა აღიდგინონ ძალები. ცოლები დროებით დაოკდნენ....

პიკე ლონდონში
ჩანაწერი

პიკე ლონდონში

ჟერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ოლიმპიაკოსთან”, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ხვალ, ამავე გუნდების ათენურ (პირეოსი ცალკე ქალაქად კი ითვლება, მაგრამ რეალურად ათენის გარეუბანია) მატჩს ტოვებს. და ვინაიდან პიკე საბერძნეთში თამაშს ვერ შეძლებს, “ბარსელონას” მწვრთნელებმა მას ოთხშაბათამდე ლონდონში გამგზავრების ნება დართეს. ლონდონში კი “ბლაუგრანას” ცენტრალურ მცველს სხვადასხვა ბიზნესი ჰქონია. ესეც მორიგი ფაქტი...

ნეიმარი ბარსელონაში
ჩანაწერი

ნეიმარი ბარსელონაში

კვირას, ერნესტო ვალვერდემ, ბილბაოში 2:0 გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელები ძალების აღსადგენ ვარჯიშზე დაიბარა, სადაც მათ ნეიმარის ნაცნობი სახე შეეგებათ. ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონატში დისკვალიფიცირებული იყო, “პარი სენ ჟერმენმა” “ნიცას” 3:0 მის გარეშე მოუგო, ნეიმარმაც დრო იხელთა და ბარსელონაში ძველი თანაგუნდელებისკენ გასწია. “ბლაუგრანა” სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, პირეოსში, “ოლიმპიაკოსთან” სათამაშოდ ემზადება, “პარი სენ ჟერმენი” კი იმავე დღეს “ანდერლეხტს”...

სახალხო ჩელე
ჩანაწერი

სახალხო ჩელე

ჩემს მაგიდაზე ძველი საფეხბურთო ცნობარები აწყვია. ისინი საგანგებოდ გამოვითხოვე სარედაქციო არქივარიუსთაგან, რათა ძველ, დავიწყებულ სტატისტიკას ჩავუჯდე. ცნობარი სულ თეთრმეტია, 1976 წლიდან 1986 წლამდე. თითოეული მათგანი განვლილ სეზონს აღწერს და მეც მაინტერესებს, თუ სად, რამდენი და როგორ ითამაშა ოდინდელი “დინამოს” განთქმულმა თავდამსხმელმა რევაზ ჩელებაძემ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის? რედაქციამ გადაწყვიტა საბჭოეთის ნაკრებში მოთამაშე ყველა ქართველი...

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!
ჩანაწერი

მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!

ჩემს ბავშვობაში, თბილისში, ყველა მეწაღეს და ყველა ტაქსისტს პელეს სურათი ჰქონდა გამოკრული. სად შოულობდნენ არ ვიცი, მაგრამ რომ ჰქონდათ, ფაქტია. პელე ყველას უყვარდა. ყველას უყვარდა ბრაზილია — დიდი, ვავა, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, რასაკვირველია გარინჩა. ჩვენი ხალხი ბრაზილიელებთან რაღაცნაირ კულტურულ, მენტალურ ნათესაობას გრძნობდა: აქაც და იქაც ბიჭები უბრალო ხალხის უბნებიდან; „მეჟდუნოგი“ რომელიც გოლზე ხოშიანია;  ბურთის...

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥
ჩანაწერი

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში „ტულონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 41:24 დაამარცხა. მამუკა გორგოძემ ტულონელთა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად და ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ითამაშა. სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კი კარლენ ასიეშვილი იყო. 32-ე წუთზე ასიეშვილს ტულონელ ოპონენტ ვან დერ მერვესთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ორივე გაასინბინეს. მეორე ტაიმში კი, 57-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მარცხენა...

3.ალბერტო ასკარი
ჩანაწერი

3.ალბერტო ასკარი

დაიბადა 1918 წლის 13 ივლისს მილანში ფორმულა 1-ში გამოდიოდა 1950-55 წლებში 1952 და 1953 წლების მსოფლიოს ჩემპიონი 1951 წლის ვიცე-ჩემპიონი 1950 – მეხუთე ადგილი 1954 – ოთხი რბოლა, 0 ქულა 1955 – ორი რბოლა, 0 ქულა 31 რბოლა, 13 მოგება, 17 პოდიუმი, 14 პოული, 13 უსწრაფესი წრე, 5 დიდი სლემი, 140, 64 ქულა გუნდები: „ფერარი“...

მანოლო სანჩისი-მამა გარდაიცვალა
ჩანაწერი

მანოლო სანჩისი-მამა გარდაიცვალა

79 წლისა გარდაიცვალა მადრიდის “რეალის” კაპიტანი 1960-იან წლებში, მცველი მანუელ სანჩის მარტინესი, რომლის ვაჟი, მანუელ სანჩის-უმცროსი 90-იან წლებში კაპიტნობდა “თეთრებს”. ევროპული ფეხბურთის ისტორიამ სულ სამი შემთხვევა იცის, როდესაც ჩემპიონთა თასი (ლიგა) მამამაც მოიგო და შვილმაც. მამა-შვილი სანჩისების გარდა ასეთები იყვნენ ჩეზარე და პაოლო მალდინები (“მილანი”) და კარლეს და სერხიო ბუსკეტსები (“ბარსელონა”). მანოლო სანჩისი-უფროსი 1938 წელს...

176 – ვის „დაავიწყდა“ ლიონელ მესი
ჩანაწერი

176 – ვის „დაავიწყდა“ ლიონელ მესი

მესი თუ რონალდუ? წელს ფიფამ თავის გალა-დაჯილდოებაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი გამოაცხადა. თუმცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფიფამ მხოლოდ შედეგები გამოაცხადა, საუკეთესო კი ეროვნულ გუნდთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა დაასახელეს. და სად არის მესი? მესი წლეულს  გამოკითხულთა მხოლოდ 19.25 პროცენტმა მიიჩნია საუკეთესოდ, მაშინ როცა შარშანდელ გამოკითხვაში, რომელშიც ასევე რონალდუმ გაიმარჯვა, „მესისტები“ 26 პროცენტს შეადგენდნენ....