თვე: ოქტომბერი 2017

Home 2017 ოქტომბერი
ვერ-გენტინა
ჩანაწერი

ვერ-გენტინა

მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის გარეშე?! დამეთანხმებით, ეს ამბავი ყურს ძალიან ცუდად ხვდება და თითქოს წარმოუდგენელიცაა, არადა სხვა რა უნდა იფიქრო?! ხორხე სამპაოლის შეგირდების ნაჩვენები ბოლოდროინდელი შედეგები სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთქმულის დასტურია და  ვაი, მართლა არგენტინას, თუ 11 ოქტომბრის გამთენიისას ეკვადორშიც ვერ მოიგო… წუხელ, სამხრეთ ამერიკაში გამართულმა ბოლოსწინა ტურმა ყველაფერი ისევე დატოვა, რომ 2018 წლის ზაფხულში, რუსეთში პირდაპირი...

საბარგულიდან დაწყებული 5:0
ჩანაწერი

საბარგულიდან დაწყებული 5:0

პარასკევს რვა საათზე, უელსის ნაკრები „დინამო არენაზე“ მეორედ ითამაშებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ჯგუფში სატურნირო ვითარება ისეთია, აუცილებლად მოგება სჭირდებათ. „დრაკონები“ ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულები ჩანან. კარგად ახსოვთ 23 წლის წინანდელი კოშმარი – 0:5 ქართველებისგან. მათი მწვრთელი კრის კოულმენი (სხვათა შორის, მათთვის იმ ავადსახსენებელი მატჩის მონაწილე) თავის ფეხბურთელებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და  აფრთხილებს: ქართველებთან „თხელ ყინულზე“ მოგვიწევს...

ქება სარბიელისა
ჩანაწერი

ქება სარბიელისა

რაც რომ გაზეთები გადამიფურცლავს და ასეთები ბევრი შემხვედრია, თვით ოსმალურიც და პაპუასეთისაც, უნდა ვაღიარო, ბოლო დროა, რაც სიამოვნებით ოდენ სარბიელი წამიკითხავს. ამით იმას კი არ ვამბობ, მთელს ნახევარსფეროში რაც გაზეთები გამოუშვიათ, იმას ყველას ხსენებული სჯობს-მეთქი, არამედ იმას, რომ ეს სარბიელი საუკეთესო რამაა. გაზეთის გამოშვება ადვილია, საქმე ისაა, ვინ უშვებს და რატომ, თორემ ისე აგერ ვიღაცეებიც...

ბეილი წევს და საქართველოზე წერს
ჩანაწერი

ბეილი წევს და საქართველოზე წერს

უელსის ნაკრების კაპიტანმა გარეთ ბეილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა — გული მწყდება, რომ ახლა ნაკრებთან ერთად თბილისში არ ვარ და გუნდს უახლოეს ორ მატჩში —საქართველოსთან და ირლანდიასთან — ვერ დავეხმარები, იმედია, ნაკრები შინ გამარჯვებული დაბრუნდება, — დასძინა უელსელთა ლიდერმა. ფეხბურთის ქომაგს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტრავმიანობა, აბა, როგორ უნდა გაუხარდეს, თუმც ისიცაა, რომ ბეილის არყოფნა ჩვენების...

გასამდება მსოფლიო?
ჩანაწერი

გასამდება მსოფლიო?

  არგნტინის, ურუგვაისა და პარაგვაის ერთობლივი განაცხადის განხილვას 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე ფიფა ნოემბერში დაიწყებს – ამის შესახებ პარაგვაის პრეზიდენტმა ორასიო კარტესმა განაცხადა. სწორედ ეს სამი ქვეყანა აპირებს ერთად მსოფლიო  2030 ჩემპიონატის მასპინძლობას. „ამ საკითხზე პირველი შეხვდრა ნოემბრის პირველ კვირაში გვექნება. რა თქმა უნდა, კონკურენტები გვეყოლება, მაგრამ ჩვენს სასარგებლოდ ის ფაქტი მოქმედებს, რომ პირველ მუნდიალს...

ლიოვი მშვიდად შფოთავს
ჩანაწერი

ლიოვი მშვიდად შფოთავს

გერმანული ბუნდესლიგის წარმომადგენლებმა ჩემპიონთა და ევროპის ლიგის მეორე ტურში კატასტროფული შედეგი აჩვენეს – ვერც ერთმა გერმანულმა გუნდმა თამაში ვერ მოიგო. ამ ფაქტს კი უმალ გამოეხმაურა გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, რომელმაც განაცხადა: „იმედია, გერმანული კლუბების წარუმატებლობა დროებითია, თუმცა, ეს ბოლოდროინდელი  შედეგი მაინც მაშფოთებს. ჯერჯერობით რაიმე უარყოფით ტენდენციაზე საუბარი ნაადრევია, ეს უფრო ხანმოკლე ჩავადნას ჰგავს. პლეი...

ახდენილი ოცნება!
ჩანაწერი

ახდენილი ოცნება!

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მახსოვს, მექსიკის 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მეხიკოდან დაბრუნებული ერთი ცნობილი მწერალი და მოგზაურ-ჟურნალისტი როგორ გვიყვებოდა თავისი საფეხბურთო განცდების შესახებ; როგორ იყო იგი აღფრთოვანებული იმით, რომ მექსიკის ჩემპიონატის დღეებში გამოდიოდა თექვსმეტგვერდიანი გაზეთი ფეხბურთის შესახებ. მაშინ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, როგორ უნდა დაბეჭდილიყო გაზეთი გამთენიისას დამთავრებული მატჩის შედეგით… დღეს კიდევ უფრო მეტად მიკვირს,...

მოერევა ჰემილტონი შუმახერს?
ჩანაწერი

მოერევა ჰემილტონი შუმახერს?

„მერსედესის“ ინგლისელი მეფორმულე ლუის ჰემილტონი მსოფლიოს ჩემპიონატის გასრულებამდე ხუთი რბოლით ადრე უმთავრეს კონკურენტ ფერარელ სებასტიან ფეტელს 34 ქულთ უსწრებს და მეოთხედ ტიტულის დასაკუთრების რეალური შანსი აქვს. მაგრამ, როგორც არაერთხელ უთქვამს, მისთვის საჩემპიონო გვირგვინების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია მოგებული ეტაპების რეკორდის დამხობა. შვიდგზის ტიტულოსან მიხაელ შუმახერის 11 წლის წინათ დამყარებული 91- დიდპრიზიანი მიღწევა მიუწვდომელ მწვერვალად ჩანს, თუმც...

20 წლის შემდეგ (ზინედინ ზიდანი)
ჩანაწერი

20 წლის შემდეგ (ზინედინ ზიდანი)

ზინედინ ზიდანის ნაამბობიდან: … მადრიდში ვართ, პრადოს მუზეუმში, მე, მარსელო და რონალდუ. მეორე დღეს თამაში გვაქვს ბეტისთან. მანამდე შინ ვერ მოვუგეთ ლევანტეს და ვალენსიას. უეჭველი ვიცით რომ ბეტისთან ფორით ერთიანი იწერება, მარა მარსელოს ვეუბნები, შეირბინე აბა, ახლო,რომელიმე ტოტალიზატორში, ხალხი რას წერს-თქო. წავიდა მარსელო და მოვარდა აქოშინებულ-გაფითრებული, ხელში ფურცელი უჭირავს. რონალდუ გაეხუმრა, რა არი, მესი ხო...

ლეგენდას ლეგენდისა
ჩანაწერი

ლეგენდას ლეგენდისა

ლივერპულმა სიცოცხლეშივე უკვდავყო სტივენ ჯერარდის სახელი და კლუბის ლეგენდარული ექსკაპიტანი ფეხბურთის ლეგენდის ტიტულით დააჯილდოვა. ,,მე,ასეთ წარმოუდგენელ მომენტზე ვერც ვიოცნებებდი,თუმც,ამ ჯილდოს დიდი სიამოვნებით ვიღებ”, – განაცხადა ჯერარდმა საზეიმო დაჯილდოებაზე. 2001 წელს სტივენ ჯერარდმა დიდი წვლილი შეიტანა სათასო ტრიპლეტის მოგებაში, 2005 ში კი, ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარი სტამბოლური ფინალის ტრიუმფატორი გახდა.